“სიტყვიერი შეურაცხყოფა, როგორც ასეთი, არ არსებობს. უბრალოდ ვიღაც იმ სიმართლეს მეუბნება, რისი მოსმენაც არ მსურს. ჩემი ბრალმდებლის მოსმენა ნამდვილად რომ შემეძლოს, ჩემს თავისუფლებასაც ვიპოვიდი. ის „მე,“ რასთანაც საკუთარ თავს აიგივებ, არ უნდა გამომჟღავნდეს, რადგან ეს მისთვის სიკვდილს ნიშნავს.
მაგალითად, როდესაც ვიღაც მეუბნება, რომ მოვიტყუე, უბრალოდ ჩემს თავს ვუღრმავდები და ვნახულობ მართლები არიან ისინი თუ არა. თუ მისი პოვნა არ შემიძლია იმ სიტუაციაში, რომელიც მათ მოიხსენიეს, მას სხვა სიტუაციაში ვპოულობ, შესაძლებელია ეს ოცი წლის წინაც იყოს.
შემდეგ კი შემიძლია ვთქვა, „საყვარელო, მე მატყუარა ვარ. ვაღიარებ, რომ ჩემს შესახებ მართალი იყავი.“
ამაში ჩვენ რაღაც საერთოს ვპოულობთ. მათ იციან, რომ მე მატყუარა ვარ და ახლა ეს მეც ვიცი. ეს ჩვენ გვაკავშირებს და გვაერთიანებს. ერთმანეთს ვეთანხმებით.
მათგან ვპოულობ ჩემი თავის იმ ფრაგმენტებს, ვინც ვარ.
ეს არის საკუთარი თავის სიყვარულის დასაწყისი.” – ნაწყვეტი ბაირონ ქეითის წიგნიდან “გიყვარდეს ის, რაც არის.”
თარგმანი
თინი ბასილაია
ბაირონ ქეითის “სამუშაო”