#შიოს ტექნიკა
ანუ, როგორ ვაყიდინოთ მშობლებს სათმაშოები.
მე არ ვიცი, ვინ ასწავლა ჩემს 5 წლის ბიჭს ეს ტექნიკა, მაგრამ მიზანში რომ არტყამს, ფაქტია!
მოკლედ, როცა მოუნდება სათმაშო, წიგნი ან სხვა რამ… ბუნებრივია მეკითხება: „მიყიდი?„ დავუშვათ უარი ვუთხარი. ის არ ატეხს ვაი-უშველებელს, უბრალოდ მეკითხება: „ფული რომ გექნება, ხომ მიყიდი?„ მეც, რომ მოვიშორო, ვეთანხმები და ამის შემდეგ მოდის მორიგი შეკითხვა: „თუ შეიძლება, შემახსენე ხოლმე, რა ქვია იმას (სათმაშოს, წიგნს…) რაც უნდა მიყიდო, კარგი?!„ მეც გულუბრიყვილოდ ვეთნხმები და …
აი, შიოს ტექნიკის საკვანძო მომენტიც:
ყოველ დღე, დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ და რაც მთვარია, ძილის წინ ბავშვი მეკითხება – „აბა, გამახსენე რა უნდა მიყიდო?„ მეც ვახსენევ…ვახსენებ….ვახსენებ და… ჩემი ქვეცნობიერიც იმახსოვრებს, ფოკუსირებას ახდენს ამ საყიდელზე და როგორც კი ხელფასს ავიღებ, თავში პრიორიტეტულ საყიდლებს შორის პირველ ადგილზე ეს სათმაშო ამოტივტივდება ხოლმე.
კიდევ ერთი რამ დავაფიქსირე, ბავშვი არასდროს არ მეკითხება: „მამა, მიყიდე?„ ან „როდის მიყიდი?„ როგორც ჩანს იცის, რომ თვისი ტექნიკის შედეგად, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევს მიზანს.. ამიტომ, არც განსაკუთრებულ რეაქციებს არ ავლენს, როცა მიიღებს სასურველს, მიაჩნია, რონ ეს ბუნებრივი შედეგია თვისი სუპერ-მუპერ ტექნიკისა.
ბესო კაიშაური, იურისტი, მწერალი, ქოუჩი