36
ეს ინდური რესტორანი საოცარი სიკეთით გამოირჩევა. რესტორნის შესასვლელთან განთავსებულ აბრაზე ამოიკითხავთ წარწერას: „ძვირფასო მეგობრები თუ თქვენ ძალიან გშიათ და არა გაქვთ ფული, უბრალოდ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ქვემოთ და მიირთვათ ცხელი კერძი უფასო საჭმლის ყუთიდან, ან დალიოთ ყავა, ნებისმიერ დროს“.
როგორც რესტორნის კეთილი მეპატრონე აღნიშნავს, მას უნახავს საკმარისი შიმშილი წარსულში და იცის, როგორი ტკივილია გშიოდეს და არაფერი გქონდეს, ამიტომ მზად არის დაეხმაროს და უფასოდ დააპუროს ყველა, ვისაც შია.