სეროტონინი – ბედნიერების ჰორმონი…..
ორგანიზმში მის საჭირო დოზით არსებობას, მზის სხივები ნამდვილად უწყობს ხელს და ხშირად ადამიანები, რომლებიც : „წვიმას” ცუდ ამინდს უწოდებენ, სწორედ ამ “მზის და სეროტონინის კავშირს” იმიზეზებენ, მაგრამ…..
მინდა გითხრათ, რომ მთლად ასე რომ იყოს, ზაფხულობით , როდესაც მზე კაშკაშებს ყველა ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს მაშინ….
უამრავი ადამიანი მინახავს, ვისაც მზის გულზე წამოწოლილს დეპრესია აქვს და მოღრუბლულ ამინდშიც ბევრი მინახავს ბედნიერი….
მე ამით იმის თქმა მინდა, რომ თითეულ ჩენთაგანში არის ძალა , რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას და თავად ჰორმონალურ სისტემაზეც კი……
ამიტომ ნუ დავიციკლებით ანალიზებზე, ჰორმონებზე, დიაგნოზებზე….
კი ნუ წაუტრუებთ – არამედ ნუ დაიციკლებით:)))
გააქვთ პრობლემა? – აუცილებლად არსებობს მისი გადაჭრის გზა …
მიიღე გადაწყვეტილება,
დაიწყე მოქმედება და შენ ამ გზას აუცილებლად იპოვი….
ეს ძლიერი ადამიანების არჩევანია, თუ ეს არჩვენაი არ მოგწონთ, მაშინ ამობეჭდეთ 1 ფურცელზე “სტატია სეროტონინზე”, მე-2 გვერდზე თქვენი ანალიზის პასუხები, მე- 3 გვერდზე “ფორმა 100”, მე- 4 გვერდზე ასტროლოგიურად რთული დღეები …
გაიკარით კედელზე და მარტივად გეცოდინებათ თუ რომელ დღეს
რის გამო უნდა იყოთ უბედური:))))
ხო, და თქვენი ფინანსური მდგომარეობის ფურცელიც გაიკარით იმავე კედელზე ოღონდ ოდნავ მოშორებით, რადგან როდესაც საღი აზრი მოგეახლებათ, გაანალიზება შეძლოთ …
გაანალიზება იმისა რომ ეს მთელი “საბუთების გამოფენა” თქვენი განწყობის ტოლია….
იმ განწობისა, რომლის შექმნაც და არ შექმნაც მზისა და მთვარის ნებისმიერი მდგომარეობის მიუხედავად მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ:)
ხათუნა მუზაშვილი