fbpx

ურთიერთობამ რომ დიდხანს გასტანოს…

ავტორი Ann
2.2K ნახვა

წარმატებული ურთიერთობისთვის გაგება და შეთახმება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. შესაძლოა არ გიფიქრიათ იმაზე, თუ რა არის საჭირო ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, თუმცა თუ ეს ურთიერთობა თქვენთვის სერიოზულია მოგიწევთ ამაზე დაფიქრდეთ. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებზეც არ უნდა იკამათოთ:

რელიგია – აქ მთავარი სულაც არაა ერთი რელიგია გქონდეთ, ყველაზე მთავარი ურთიერთგაგებაა. ხართ მზად პატივი სცეთ პარტნიორის რელიგიურ მრწამსს? მაშინ თქვენ მზად ხართ ნამდვილი ურთიერთობისთვის.

ოჯახი – მნიშვნელოვანია იცოდეთ, რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი. ოჯახი არაა მხოლოდ ორი ადამიანის ერთობა, რომლებსაც აქვთ სექსი.

პოლიტიკა – სასაცილოდ გეჩვენებათ? სულაც არა, რადგან თუ თქვენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები გაქვთ და ეს სერიოზულ ჩხუბს იწვევს, მაშინ შუძლებელია შეთანხმდეთ. მთავარია გესმოდეთ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე.

ძილის რეჟიმი – სხვათაშორის არცთუ იშიათად წყვილის კამათის მიზეზია. თუ თქვენ ხართ ღამურა და გამთენიისას იძინებთ, თქვენს პარტნიორს კი გამოსაძინებლად ადრე დაწოლა სჭირდება კამათის მიზეზი სულაც არ უნდა იყოს, რადგან თქვენს ორგანიზმებს სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებები აქვთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment