“გზაზე მიდიოდა ეშმაკი და სურდა ვინმეს სული მიესაკუთრებინა. ჩვეულებრივ, ეშმაკები გულგატეხილ და იმედგაცრუებულ ადამიანებს ართმევენ სულს. დაინახა მან ერთი გოგონა, რომელიც იდგა და იღმოდა. ეშმაკი მივიდა მასთან და ჰკითხა:
— რატომ იღიმი?
— იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ! მყავს შეყვარებული, რომელიც სულ მალე მოვა – უპასუხა გოგონამ.
ეშმკმა ხელი აიქნია და შეყვარებულები ერთმანეთს დააშორა. გოგონა კი ისევ იღიმოდა.
ეშმაკს გაუკვირდა:
— რატომ იღიმი? მე თქვენ დაგაშორეთ!
გოგონამ უპასუხა: – შენ დაგვაშორე, მაგრამ შენ არ წაგიღია ბედნიერი მოგონებები, რომლებისთვისაც მე მისი მადლიერი ვარ!
ეშმაკმა კიდევ აიქნია ხელი და წაართვა გოგონას მეხსიერება. ხოლო გოგონა ისევ იღიმოდა.
ეშმაკმა უთხრა:
— მე შენ მეხსიერება წაგართვი! შენ არ იცი ვინა ხარ, არ გახსოვს შენთვის საყვარელი ადამიანები! რატომ არის ისევ ღიმილი შენს სახეზე?!
გოგონამ უპასუხა:
— მე აღარ მახსოვს ვინ ვარ. მე არ მახსოვს ჩემი ახლობლები. მაგრამ, მე შემიძლია ისინი ახლიდან შევიძინო, ახლიდან შევიგრძნო სიყვარული! ეს მშვენიერია!
ეშმაკი გაბრაზდა:
— ა, ესე იგი საქმე გრძნობებშია! გრძნობები! და მან წაართვა გოგონას გრძნობის უნარი და მისი გული ცივი და გულგრილი გახადა. ის კი, ისევ იღიმოდა.
— ეხლა რაღაა? – წამოიყვირა ეშმაკმა.
— მე ვეღარაფერს ვგრძნობ… და იმოტომ ვიღიმი, რომ ამიერიდან, ჩემთვის ტკივილის მოყენებას ვეღარავინ შეძლებს! – თქვა მან.
ეშმაკმა შეხედა მას, კიდევ ერთხელ აიქნია ხელი და გვერდზე გადგა. ხოლო გოგონასთან შეყარებული მივიდა და მხრებზე მოეხვია.
— მადლობა ძვირფასო, თორემ თითქოს ცივმა ნიავმა დაუბერა საიდანღაც, შენ ვერ იგრძენი? – ჩაიჩურჩულა მან.
— მე ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ შენი ღიმილი ნებისმიერ ყინულს გაადნობს! – უპასუხა ახალგაზრდ კაცმა.
გოგონამ ისევ გაიღიმა, მათ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ხეივანს გაუყვნენ.
ოპტიმისტი – გაიფიქრა ეშმაკმა.
კარგი, ამ ქვეყანაზე უამრავი სასოწარკვეთილი, იმედგაცრუებული და გულგატეხილი ადამიანია და სხვა მსხვერპლის მოსაძებნად წავიდა.”