ასაკისა და ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, მამაკაცებს გამოგვყავს კარგი და ცუდი ქალის კრიტერიუმები. ამით ჩვენ ერთგვარი იდეალის რეცეპტის გამოყვანას ვცდილობთ.
ზოგიერთი, როდესაც ვერ იპოვის ამ რეცეპტს, საერთოდ გულს იცრუებს სუსტი სქესის ულამაზეს ქმნილებებზე, ან იარლიყებს კიდებს და ყოფს მათ “კარგებად“ და “ცუდებად“.
როგორც აღმოჩნდა, ჩვენ კაცებს, არაადეკვატური რწმუნებულებები გვაქვს ქალებზე.
რამ განაპირობა ეს რწმუნებულებები?
პროგრამებმა – დოგმატურმა პროგრამებმა!!!
დიახ-დიახ, მზა შაბლონებმა, რომლის თანახმადაც იკვეთება, რომ რატომღაც კაცი რაღაცით მეტია ქალზე.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ქალს, იმიტომ რომ ქალია, უკვე ვალი აქვს კაცის…
სწორედ აქედან მოდის მთელი რიგი გაუგებრობები, კონფლიქტები და უმეცრება კაცებსა და ქალებს შორის.
ეს არის დეგრადირებული, დაძველებული და მოწამლული პარადიგმა, რომელსაც თუ კაცობრიობა წავა პერსონალური განვითარების მიმართულებით, მალე გაუვა ვადა და დაკარგავს ძველ ეფექტს.
რაც შემეხება მე, მინდა ვაღიარო, რომ მე არ შემიძლია ქალის გარეშე ცხოვრება… და რაც მთავარია, მე არ შემიძლია რამდენიმე ქალს გავუყო საკუთარი თავი.
მე ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ჩემი მეორე ნახევრის სახით, შინაგანი სიცარიელე შევავსე და ერთ მთლიანად ვაქციე, იმიტომ რომ ის არის ფაზლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკლდა ჩემს ჰოლოგრამულ სურათს.
ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ დღეს უკვე, ჩემს გვერდით დგას ადამიანი, რომლისთვისაც მინდა ვიცხოვრო… და არა მხოლოდ ვიცხოვრო, არამედ გავხდე რომანტიკოსი, ჩავიდინო სისულელეები, ყოველ დღე დავიპყრო მისი გული, დავანთო ცეცხლი მის თვალებში და რაც მთავარია – გავაბედნიერო ის.
მე სრული პასუხისმგებლობით, მთელს ხმაზე ვაცხადებ, რომ მას არანაირი ვალი არაქვს ჩემს წინაშე.
ის იმიტომ არის ჩემთან, რომ სიამოვნებს, ეიმედება და რაც მთავარია ვუყვარვარ.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას საქმიანობს ის… მთავარი ის არის, რომ – ის საზრისითა და შთაგონებით ავსებს ჩემს ცხოვრებას.
მე არ მინდა ვხედავდე მას წინსაფრით, გაზქურის წინ. ჩემთვის მთავარი ის არის, თუ როგორ გრძნობს ის თავს ჩემ გვერდით.
ძალიან მნიშვნელოვანია, ვგრძნობდე მის სინაზეს, სილამაზეს, სითბოსა და მოთხოვნილებას, რომ მე მას ვჭირდები და ვუნდივარ.
მე თანახმა ვარ არ მქონდეს სადილი და ვახშამი, რომელსაც ის ყოველ დღე მოამზადებს… ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე მისი გამოფიტული სახის დანახვა, რომლის ერთადერთი სურვილიც დაძინებაა.
დაე მან მეტი იზრუნოს საკუთარ თავზე და იყოს ლამაზი. რატომ? იმიტომ რომ – ესმისი ბუნებრივი დანიშნულებაა.
კმარა “კაცური ქალები”, რომლებსაც იმდენად გადაუგვარდათ აზროვნება, რომ მთავარ შემომტანებად იქცნენ ოჯახში და დიდი კორპორაციების მართვაზეც კი ოცნებობენ, ვერ აცნობიერებენ რა, თუ რამდენით აცილებენ მიზანს და შორდებიან ჭეშმარიტებას.
როდესაც ქალმა იცის, რომ ლამაზია და იღებს საკუთარ თავს, ის ბევრად მეტ და ხარისხიან ენერგიას იღებს სამყაროსგან. ეს ენერგია კვებავს მის ქალურ არსს და ის აგრძელებს გაფურჩქვნას, როგორც ლამაზი ყვავილი. ეს სწორედ ის ყვავილია, რომელიც ჩემთვის ყვავის.
ის მუდმივად რაღაცით არის დაკავებული – უვლის თავს, ვითარდება პერსონალურად, ქმნის პროექტებს და ერთობა… დიახ ერთობა. მისთვის მნიშვნელოვანია ახალი კონტაქტების დამყარება. დაინტერესებულია წარმატებული ადამიანების გამოცდილების შესწავლით.
ნამდვილი ქალი, მოვა, ჩამოგიჯდება გვერძე და შენთან ერთად უყურებს, მაგალითად “მატრიცას”, იმიტომ რომ აცნობიერებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს შენთვის.
სიყვარული, ყოველთვის მოითხოვს თავგანწირვას და ეს თავგანწირვა, პირველ რიგში ეგოიზმის დათრგუნვაა საკუთარ თავში. რაც უფრო მეტად “გავიშიშვლებთ” თავს ჩვენი საყვარელი ადამიანისთვის და მოვიშორებთ ნიღბებს, მით უფრო მეტი კრედიტი დაირიცხება ჩვენი ნდობის ანგარიშზე, რაც თავის მხრივ გაზრდის სიყვარულის დოზას და ხარისხს.
ქალი ძალიან საყვარელი და საიდუმლოებით მოცული არსებაა. ხანდახან მას უბრალოდ, უნდა, იყოს “პატარა გოგონა”, წაიკაპრიზოს, თავისი ულამაზესი თვალებიდან გადმოაგოროს მსხვილი ცრემლები და მიიღოს ჩვენგან ყურადღება და ზრუნვა.
ხშირად ამას არ აქვს ახსნა და არც უნდა ჰქონდეს. გულის სიღრმეში ის ყოველთვის “პატარა გოგონაა”.
ჩემი, როგორც ძლიერი მამაკაცის ამოცანაა, მუდმივად შემაწუხოს ეჭვმა. აქ მე არ ვგულისხმობ ეჭვიანობას საყვარელ ქალზე. აქ სხვა ხასიათის ეჭვზეა საუბარი, რომელიც სასარგებლოა.
კერძოდ – ნამდვილმა ლიდერმა ყოველთვის უნდა დაუსვას საკუთარ თავს შემდეგი ხასიათის შეკითხვა: “იქნებ მე არ ვარ ისეთი, როგორზეც ის ოცნებობდა?”
სწორედ ეს ეჭვი მაიძულებს გავაკეთო მეტი და კიდევ უფრო მეტი, რათა შევინარჩუნო ეს ულამაზესი ქმნილება, რადგან, როგორც უკვე ზევით ავღნიშნე – მას არანაირივალდებულება არ გააჩნია ჩემს წინაშე… და ყოველ ჯერზე, როცა ვეხუტები მას, მისი რეაქციებით ვხვდები, რომ მე მისთვის ძვირფასი ვარ და მან მე ამირჩია.
ჩვენ წარმოვადგენთ ერთმანეთის ცნობიერ არჩევანს და არა ვალდებულებას!
ჩემს გვერდით დგას ქალი, რომლის გულისთვისაც ღირს გამოწვევების მიღება, გმირობების ჩადენა, თავგადასავლები და ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრება.
ქალებო, გოგონებო, მანდილოსნებო – თქვენ ულამაზესები და უძლიერესები ხართ… თქვენში უდიდესი ძალა და ენერგია თვლემს… მათ გამოთავისუფლებას, პირველ რიგში იმის დაჯერება და მიღება სჭირდება, რომ ულამაზესები და უძლიერესები ხართ… შეიყვარეთ საკუთარი თავი ნამდვილი სიყვარულით [მიიღეთ] და გზა გაეხსნება ნამდვილ, სამყაროსეულ ენერგიას, რომელიც კაცს არც კი დაესიზმრება, რადგან ის მხოლოდ ქალშია.
წყარო:http://inteleqtika.com/