1.1K
ბიჭებს სჭირდებათ დედა:
- რომელთანაც შეიძლება ლაპარაკი.
- რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს.
- რომელიც მათში უფრო კარგს ხედავს, ვიდრე ცუდს.
- რომელიც მხარს უბამს მათ მიდრეკილებას თავგადასავლებისა და ხუმრობებისადმი.
- რომელიც მათში დიდ მომავალს ხედავს.
- რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად აჩვევს დისციპლინას.
- რომელიც უვითარებს კარგ გემოვნებას და ასწავლის ქალებისადმი პატივისცემას.
- რომელსაც შეუძლია მოსმენა.
- რომელიც ხელს უწყობს, აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.
- რომელსაც შეუძლია მათ ხელი შეუწყოს მეცნიერებისა თუ შემოქმედების ახალი ჰორიზონტების აღმოჩენაში.
- რომელიც ენდობა მათ და ანიჭებს თავისუფლებას, რადგან იცის, რომ ამის ღირსნი არიან.
ბიჭებს სჭირდებათ მამა, რომელიც:
- შეასრულებს კარგი მწვრთნელის როლს.
- აიღებს საკუთარ თავზე ვალდებულებებს.
- მტკიცეა, სამართლიანი და მეგობრულად განწყობილი.
- შეუძლია გაცინება.
- ყოველთვის თანაუგრძნობს.
- შეუძლია მრისხანების გაკონტროლება.
- სჯერა საკუთარი ვაჟის.
- შეუძლია გაუზიაროს თავისი “ზრდასრული გამოცდილება”.
- შეუძლია უჩვენოს, რას როგორ აკეთებს.
- მათთან ითამაშებს.
- ასწავლის ოჯახურ ტრადიციებს, დედის პატივისცემას და გააცნობს სულიერების ცნებებს.
