fbpx

„ვისწავლოთ მოსმენა და განსხვავებულის დანახვა“ – გოგა ჩანადირი

ავტორი ჟოლო
40 ნახვა

„დავანებოთ თავი ამ სიძულვილით ლაპარაკსა და შეურაცხყოფას.
ვისწავლოთ მოსმენა და განსხვავებულის დანახვა, რომელიც სულაც არ ნიშნავს ცუდს ან ბრმად მისაღებს.

ნარკოტიკი არ ვარგა და მისი მოხმარება თავისუფლება ნამდვილად არ მგონია, ისევე, როგორც ჩემთვის კლუბური ცხოვრება მაინცდამაინც ნარკოტიკის მიღებას არ გულისხმობს.

ცეკვა პარლამენტთან კარგია, მაგრამ არა მემორიალზე. ეს არ არის თავისუფლება, რადგან სხვისი გრძნობების შეურაცხყოფაა.

თაობას არაფერი ემუქრება.
მთელ მსოფლიოში ყველა წინამორბედს ჰგონია, რომ ცუდები მოდიან. სინამდვილეში, ცუდი თუ ვინმეა, ისევ მამების თაობის ბრალია, რადგან აღზრდაში შეცდომები დაუშვა.

ამჟამინდელი ნარკოპოლიტიკა შედეგს ვერ იძლევა. ნარკომანთა რიცხვი იზრდება. ესე იგი, სხვა რაღაც არის გასაკეთებელი. პოლიტიკა შესაცვლელია და საჭიროა სხვა მეთოდების გამოყენება.
მანქანის რეცხვა იწყება სახურავიდან და არა კარებიდან.
ნარკოტიკებთან შეურიგებლობა იწყება არა მომხმარებლებთან, არამედ შემომტან-გამსაღებლებთან ბრძოლით.
მე მინდა, ამაში სახელმწიფომ ნება და საქმიანი მიდგომა მაჩვენოს. და ასევე, მომხმარებელთა ფართო სარეაბილიტაციო პროგრამები განახორციელოს.

თავისუფლება ყველაზე ფასეულია. მისი პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. თუმცა, ჩემი თავისუფლება სხვისი თავისუფლების უგულებელყოფას არ ნიშნავს.

და მაინც, მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ პარლამენტთან გამოვიდნენ, რომლებმაც ქართული მიტინგების ისტორიაში, დასრულების შემდეგ პირველებმა წამოკრიფეს ნაგავი და რომლებმაც 13 ივნისის სტიქიის დროს ხელები დაუყოვნებლივ დაიკაპიწეს.
ერთი, რასაც მათგან ველი, ის არის, რომ მკაფიოდ მითხრან, რომ სწორედ თავისუფლებისთვის გამოვიდნენ გარეთ და არა ნარკოტიკების, ნარკობიზნესის თავისუფლებისთვის“.

გოგა ჩანადირი

📷 Vakho Kareli

«აქცია ,,ჩვენი თავისუფლებისთვის”»

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment