fbpx

„ვის გინდათ 100 დოლარი?”

ავტორი ჟოლო
163 ნახვა

2013 წლის მარტში ვმონაწილეობდი მაქსიმ სუმაროკოვის 2 დღიან ტრენინგში, რომელიც გაიმართა თბილისში ხათუნა მუზაშვილის ორგანიზებით.

ტრენინგის დასაწყისშივე მაქსიმმა მოულოდნელად იკითხა: “ვის გინდათ 100 დოლარი?”

ჩვენ დავიბენით..მან ჯიბიდან ამოიღო ასდოლარიანი კუპიურა:

“აი ნაღდია, სათამაშო არ გეგონოთ… ვის გინდათ”?

დარბაზში რამოდნიმემ გაუბედავად ასწია ხელი. მე არ ამიწევია. ძალიან კი მინდოდა, მაგარამ მომერიდა… ეს ჩემი პირველი ცოცხალი ტრენინგი იყო…

მაქსმიმმა კვლა გაიმეორა შეკითხვა და უკვე უმრავლესობამ ასწია ხელი. ხოლო როცა მეოთხედაც იკითხა თანაც უფრო ხმამაღლა – მაშინ ყველამ ასწია.. მათ შორის მეც. თანაც ზოგიერთებმა შეძახილებიც დაიწყეს “მე მინდა, მე მინდა!”

მაგრამ მაქსიმი იდგა ასდოლარიანით ხელში და ისე გვათვალიერებდა თითქოს რაღაცას ელოდება ჩვენგანო.

მოულოდნელად ერთი მონაწილე წამოხტა და გაექანა მისკენ. “მომეცი, მე მინდა” უთხრა როგორც კი მიუხლოვდ და ხელი წაავლო კუპიურას.

“წაიღე” უთხრა სუმაროკოვმა და მისცა.

მერე ჩვენ მოგვიბრუნდა და გვითხრა:

“მიხვდით აქ რამოხდა? თქვენ ყველას გინდოდათ ეს 100 დოლარი, მაგრამ თავიდან ამისი თქმაც გერიდებოდათ. ბოლოს როგორც იქნა გადალახეთ ეს ბარიერიც და უკვე აღიარეთ რომ გინდოდათ და აქტიურად იქნევდით ხელებს და ზოგიერთები ყვროდით კიდევაც “მე მინდა, მე მინდაო” რომ მიგექციათ ყურადღება, მაგრამ მხოლოდ ერთმა ასწია ერთი ადგილი და განახოეციელა კონკრეტული ქმედება იმისთვის, რომ სასურველი მიეღო. ასე ხდება ცხოვრებაშიც. ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ზის და იძახის “მინდა” მაგრამ რეალურად არაფერს არ აკეთებს სასურველის მისაღებად”.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment