fbpx

„ორი კვირის შემდეგ უკვე იგრძნობთ დადებით ფსიქოლოგიურ ეფექტს“

ავტორი ჟოლო
9.4K ნახვა

„დაიწყეთ საკუთარი აზროვნების ვარჯიში.

როგორც მარათონელს, რომელსაც მონდომებით სჭირდება მომზადება ასეული კილომეტრების დასაძლევად, ასევე სჭირდება ჩვენს აზროვნებას ვარჯიში იმისათვის, რომ გავხდეთ ბედნიერები.

ბედნიერების ძირითადი კომპონენტებია კეთილმოსურნეობა, ყურადღება და ემოციური ბალანსი. მიიღეთ ეს, როგორც უნარი, რომელსაც აუცილებლად უნდა დაეუფლოთ.

***

იფიქრეთ რაღაც კარგზე თუნდაც დღეში 15 წუთის განმავლობაში. მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინეთ იმაზე, რაც თქვენში მხოლოდ სასიამოვნო აზრებს (განცდებს) იწვევს და შეეცადეთ ყურადღება არაფერზე გადაიტანოთ. თუ ასეთი ხერხით დაიწყებთ აზროვნების ვარჯიშს, 2 კვირის შემდეგ უკვე იგრძნობთ დადებით ფსიქოლოგიურ ეფექტს და გარესამყაროს მიმართ თქვენი აღქმა უფრო მარტივი გახდება.”

მათიე რიკარდი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment