68
„ეს არის 8 წელი არქეოლოგიის“ – წერს ცნობილი მომღერალი თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში და მეუღლეს, რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სიყვარულს ფეისბუქის გვერდიდან უხსნის.
თეონა კონტრიძე : „8 წელია რაც დავქორწინდით. ამ ხნის განმავლობაში იყო ყველანაირი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში. იყო კონფლიქტებიც, რის შემდეგაც გეგონა, რომ ვერ იცოცხლებდი, ვერ გადარჩებოდი… მაგრამ „დაცემულები“ ვდგებოდით და ჩვენი იმუნური სისტემაც უფრო ძლიერდებოდა ….
ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით გზას, რომელიც „გვაბრუნებდა“ შინ… და არაფერია უფრო საჭირო და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახი…
და არ არსებობს უფრო ჩემიანი, ვიდრე ჩემი ქმარი, ჩემი ნიკოლაშა…
მე მიყვარს ჩვენი „ბანდა“… და მიყვარს ბევრად უფრო, ვიდრე ოდესმე. შენ მე მსრულყოფ“