43
აპატიებ, როცა მოვა და სინანულს უსიტყვოდ იგრძნობ…
უსინდისობის პატიება შეუძლებელია…
შეცდომა ყველას მოსვლია, მაგრამ უშეცდომობის ნიღბის მორგება უფრო დიდ აგრესიას იწვევს…
ყველაზე დიდი სიმაღლე, დანაშაულის აღიარებაა. ამას შინაგანი კულტურა სჭირდება…
დეგრადირებულ ადამიანს აიტან, მაგრამ თვალში ნაცრის შეყრა კონფლიქტის საწინდარია…
ძალაუფლება არა, სუფთა და მართალი სინდისია უპირატესობა…
ირრარქიით იუდა ქრისტეს მოწაფე იყო და წარწყმდა, ავაზაკი კი პირველი ცხონდა!..
თავისუფალი ის არის, ვისაც საკუთარი თავი ეკუთვნის და ე.წ. გავლენიან ადამიანებთან დაახლოებაზე მეტად, ღვთის სიახლოვეს ელტვის… ასეთს ვერაფერი მოერევა..
პეტრე კოლხი