3.2K
იფიქრე:
რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შენს ქმედებას.
გაიაზრე:
რა შედეგი შეიძლება მოყვეს შენს ნათქვამს.
ჯობია დამშვიდდე, მოითმინო და დაელოდო. თუ ეს შეგიძლია, მაშინ, ძლიერი ხარ, ჭკვიანი და გონიერი.
ფორიაქი, ნერვიულობა, სიჩქარე, ეჭვი და ცნობისმოყვარეობა – შედეგი: დამარცხება.
თუ გონება გიჭრის, იცი ყოფის არსი და პრინციპი, გააზრებულად ცხოვრობ და ფხიზელი თვალით უყურებ მოვლენებს, მაშინ შენ ბედნიერებისკენ მიიწევ.
არ არსებობს კეთილი ბრძოლა, არსებობს სწორად განსაზღვრა. ბრძოლით მოპოვებული წარმატება დროებითია.
შეჯიბრი და ჯიბრი – სხვა და სხვა შინაარსის სიტყვაა.
შეჯიბრი მცდელობაა გამარჯვებისკენ.
ჯიბრით გამარჯვება გამოუსწორებელი კრახია.
გიორგი ჯაჯანიძე