fbpx

„თქვენ გაქვთ გამოსავალი და თქვენმა გონებამ იცის, რა არის ეს“ – დაემშვიდობეთ ონლაინ სესხებს

ავტორი ჟოლო
55 ნახვა

ონლაინ სესხების ფსიქოლოგიაა როგორ „გავაზარმაცოთ“ ტვინი

როგორ და, როგორც კი ფული დაგჭირდებათ, იმის ნაცვლად, რომ  დაძაბოთ გონება – იფიქროთ შემოსავლების ზრდაზე, საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებაზე, იმის ნაცვლად, რომ დასვათ სწორი კითხვები და იპოვოთ გამოსავალი, შედიხართ ინტერნეტში და ავსებთ განაცხადს სესხზე.

ეს დაახლოებით იგივეა, როცა ადამიანს ცოტა მხედველობა მოუსუსტდება და იმის ნაცვლად, რომ  თვალის კუნთი ავარჯიშოს და თვალების ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, სასწრაფოდ ლინზებს „თხრის“ თვალში და კუნთებს „პენსიაში“ უშვებს.

ანდა, როცა კუჭის შეკრულობა აწუხებს და გამუდმებული ოყნებით და წამლებით საერთოდ უკარგავს კუჭს და ნაწლავებს დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას.

ანდა, მანქანას საწვავი რომ გაუთავდება საწვავით შევსების ნაცვლად ხელით რომ ვაგორაოთ აქეთ-იქით სანამ არ დაჟანგდება

ტვინი რომ არ „დაჟანგდეს“ მასაც საწვავი სჭირდება.

როგორ იქცევა ბავშვი, როცა პირველად ხსნის ამოცანას?

თქვენი არ ვიცი და ჩემი შვილები როცა რაიმე ახლის შესწავლას იწყებდნენ, მაშინაც კი, როცა ჯერ ციფრების ნაცვლად მხოლოდ ხაზები უნდა ჩამოესვათ უჯრებში, ამბობდნენ: არა, მე ამას ვერ გავაკეთებ J

და სულ მალე, ცხადია, ასოების წერასაც სწავლობდნენ და განტოლებების ამოხსნასაც.

შეხედეთ ცხოვრებას, როგორც სკოლას, სადაც გამუდმებით ვსწავლობთ და გავდივართ ახალ – ახალ მასალას.

როგორც კი პირველად გადალახავთ რაღაც ბარიერს და გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ, მაშინვე მიხვდებით, თურმე რა მაგარი ყოფილხართ.

მაშ რა არის ტვინის „საწვავი“?

ეს არც ვაი-ვიშია, არც თავში ხელების ცემა, არც დეპრესიაა, არც სხვისთვის გადაბრალება, არც  „არა, მე ამას ვერ შევძლებ“…

ეს არის განტოლებების ამოხსნა, სწორი მიმართულებით ფიქრი, სწორი კითხვები, თავსატეხების ამოხსნა, ლაბირინთიდან გამოსავლის ძიება,

ადამიანს ტყუილად არაფერი აქვს მიცემული, მათ შორის არც გონება

საკუთარი და ჩემი მსმენელების გამოცდილებიდან, უამრავი წარმატებული ადამიანის გამოცდილებიდან და ნასწავლი გაკვეთილებიდან J  გამომდინარე, სსრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა ( შეიძლება ასეთად ჩავთვალოთ, როცა ადამიანი მძიმედ ავად არის, თუმცა ცნობილია, რომ ბევრი აქედანაც პოულობს გამოსავალს. მე მყავს მეგობარი, რომელიც სრულიად განიკურნა უკურნებელი დაავდებისგან და ცხოვრობს ახლა ბედნიერად)

1. ადამიანები განსხვავდებიან იმით, რომ ერთნი ეძებენ და პოულობენ პრობლემებს ყველა სიტუაციაში, სხვები კი იმავე სიტუაციებში ეძებენ და პოულობენ გამოსავლებს და შესაძლებლობებს.

2. ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში მოდის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც ახალი ვისწავლოთ და გადავიდეთ ჩვენი განვითარების მომდევნო“კლასში“.

3. თუ ადამიანი ხვდება, რას ასწავლის ესა თუ ის სიტუაცია, რისთვის მოვიდა ის მის ცხოვრებაში, სიტუაცია გვარდება

4. თუ ვერ ხვდება, მაშინ ჯერ „საშემოდგომო“ გამოყვება  იგივე ან მსგავსი პრობლემები სულ უფრო ხშირად და სულ უფრო მწარედ ურტყამენ „ცხვირში“ და შეიძლება კლასშიც კი ჩარჩეს. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს მისი დასჯა სურს, არამედ იმიტომ, რომ მიხვდეს რაღაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანს..

5. შემთხვევით არაფერი ხდება.

6. და მეექვსე პუნქტიდან გამომდინარე, თუ თვენ ახლა ამ პოსტს კითხულობთ, ჩათვალეთ, რომ ეს პოსტი არის მესიჯი პირადად თქვენთვის.

ამიტომ მოიკრიბეთ სითამამე და ტვინისთვის ყავარჯნების ძებნის (ანუ იოლი გამოსავლის ძიების)  ნაცვლად  მიეცით თქვენს გენიალურ გონებას ამოცანა. მას უყვარს ამოცანების ამოხსნა.

დაუსვით საკუთარ თავს დღეში რამდენჯერმე, 30-40 ჯერ მაინც კითხვა:

რა არის საჭირო იმისათვის, რომ მე მივიღო ეს და ეს? ანუ დააფიქსირეთ კითხვაში შედეგი პოზიტიური ფორმულირებით.

მაგალითად:

—-რა არის საჭირო იმისათვის, რომ მე ვიპოვო შემოსავლის ახალი წყარო უახლოეს ერთ თვეში და დავფარო ვალები (ნაწილობრივ ან სრულად, გააჩნია, რამდენად ღრმად ხართ ჩაფლული)?

—-რა არის საჭირო იმისათვის, რომ გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც ძალიან სჭირდება ჩემი ცოდნა და მან ამისთვის გადამიხადოს xxx ლარი?

—-რა არის საჭირო იმისათვის, რომ მე ყველგან და ყოველთვის ვხედავდე შესაძლებლობებს?

—-რა არის საჭირო იმისათვის, რომ მე ვიპოვო საუკეთესო გამოსავალი (კონკრეტული სიტუაციიდან)?

და შემდეგ ძალიან კარგად მოუსმინეთ საკუთრ თავს, დააკვირდით ნიშნებს, ინფორმაციას, რომელიც მოდის თქვეთან.

პასუხს აუცილებლად მიიღებთ და ძალიან სწრაფად.

თქვენ ხომ ამ ყველაფერზე ისედაც ფიქრობთ? ოღონდ შებრუნებული ფორმულირებებით. სცადეთ და იაზროვნეთ არა დამანგრველი აზრებით, არამედ გაუმჯობესების, უკეთესობის მიმართულებით.

მიყვებით თუ არა თქვენი გონების პასუხებს. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

რაც შეუძლია თუნდაც ერთი ადამიანის გონებას, შეგიძლათ თქვენც. წინაპირობები და მონაცემები ამისათვის ყველას ერთნაირი გვაქვს მოცემული.

იქ, სადაც გადაწყდა ჩვენი დედამიწაზე მოვლინება „ჩაწყობა“ არ მოდის J ვინ ვისი შვილია და ვინ ვისი დისშვილი, არავის აინტერესებს .

თქვენ გაქვთ გამოსავალი და თქვენმა გონებამ იცის, რა არის ეს.

მაგრამ ის დაღონებული დუმს და ხმას ვერ იღებს მანამ, სანამ მისი პატრონი საუბრობს კრიზისზე, სიღარიბეზე, უბედურებაზე, გაჭირვებაზე, ქვეყნის დაქცევაზე… და იმის ნაცვლად, რომ სიარული ისწავლოს, ინვალიდის ეტლს ეძებს.

„ჩვენთნ ყველაფერი მარტივია. დააჭირეთ და მიიღეთ“

რა უნდა იყოს ამაზე მარტივი?

ღილაკზე დაჭერა ნამდვილად მარტივია. სირთულეები მერე იწყება, როცა გილოცავენ და გაცნობებენ: თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი‼‼

საერთოდ რას ნიშნავს სესხი, და რატომ „ჩნდება“ ის, ან რას გვასწავლის და რა შედეგი მოყვება, თუ ვერაფერს ვისწავლით ამ  ონლაინ თუ ოფლაინ გაკვეთილებიდან, ამაზე მომდევნო პოსტში ვისაუბროთ.

მანამდე კი დაუსვით კითხვები თქვენს თავს. ეს ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე იმ ცნობილ ღილაკზე თითის დაჭერა;))

(სპეციალურად „ჟოლოსთვის“)

თამარ საგინაშვილი

ტრანსფორმაციული ქოუჩი, ტრენერი

ავტორი წიგნი-ტრენინგისა „სამასმეერთე მილიონერი”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment