fbpx

“ისე წავიდა დედა, არ ვიცი, საგზლად გაყვა თუ არა, ქმრისგან ოდესმე ნათქვამი-მიყვარხარ!”… _პეტრე კოლხი

ავტორი ნინო გონგაძე
30 ნახვა

“არასდროს მინახავს მამაჩემის თბილი, მოსიყვარულე დამოკიდებულება დედასადმი. ყოველთვის გულჩათხრობილი კაცი იყო და კოლხურ სიამაყეს ნაკლებად შეელეოდა. გრძნობების გამოვლენა სისუსტე ეგონა.

დედას კი გაუგონრად უყვარდა. დაავადებამ სამივე შვილი დაავიწყა, მაგრამ ქმარზე ბოლო წუთამდე წუხდა… გვერდით ეჯდა, ის კი კარისკენ იყურებოდა აფორიაქებული, ალბათ ჩარჩენილი ჰქონდა, რომ ოჯახის უფროსი სულ გვიან ბრუნდებოდა შინ…

ისე წავიდა დედა, არ ვიცი, საგზლად გაყვა თუ არა, ქმრისგან ოდესმე ნათქვამი-მიყვარხარ!… ამ ზაფხულს სოფელში ჩავირბინე, მამა ძველისძველ ტახტზე იჯდა, ფანჯრიდან სახლის უკანა მხარეს გაშენებულ იზაბელას გაჰყურებდა.

არც ვიცი მხედავდა თუ არა, მაგრამ ათასი ტკივილით გაჯერებულ ამოსუნთქვას გაუბედავად ამოყვა-ნეტავ მზია მყავდეს გვერდით, მერე რა მიჭირდაო… ეტყობა ვენახმა გაახსენა, რომლის ყლორტებს მისი ცოლი ძველმანი ქვედა ბოლოების ნაჭრებით ამაგრებდა… დედაჩემი ვენახია”…

პეტრე კოლხი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment