აბაშის კულტურის სახლში უამრავი ადამიანი ერთი პატარა გოგონას დახმარების სურვილმა გააერთიანა. აბაშის „ახალგაზრდული საკრებულოს“ ორგანიზებით, კულტურის სახლში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობას „ახლაგაზრდული საკრებულოს“ წევრები და საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. აქციის მიმდინარეობისას შემოსული ფული და ტანსაცმელები აბაშის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეს გადაეცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრი, საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები .
საქველმოქმედო საღამოს ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთში პროექტ „ახალგაზრდული საკრებულოს“ რეგიონალური მენეჯერი ელენე დარასელია.
აბაშის „ახალგაზრდული საკრებულოს“ თავმჯდომარემ ვერა კუციამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც უანგაროდ მიიღო მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში.