fbpx

კოლმეურნე ბიზნესი საქართველოში 

ავტორი ჟოლო
30 ნახვა

კოლმეურნე – რა თქმა უნდა, მეტაფორაა და ნიშნავს ძველ დროში ჩარჩენილ ბიზნესს, რომელიც არ იყენებს კრეატივს და ციფრულ ტექნოლოგიებს.

დღეს უკვე, თუ ბიზნესი არ იყენებს კრეატივსა და ციფრულ ტექნოლოგიებს, როგორი გენიალური პროდუქტიც არ უნდა ჰქონდეს, მისი კამპანია მომხმარებლისთვის – მახინჯი, მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელია.

ციფრული ბიზნესში მუდმივმა განვითარებამ და კლიენტებთან მუშაობამ ნათლად დაგვანახა, რომ მარკეტინგულ ძაბრზე მკვეთრად გამოხატული მოთხოვნილებაა. მაგრამ მიუხედავად ინტერნეტში დაწყებული აქტივობებისა, ბიზნესების 99%-ს ჯერ კიდევ არ აქვთ აწყობილი მარკეტინგული ძაბრები.

3 პარადოქსი ქართულ ბაზარზე:

1.ციფრულ მარკეტინგზე გულმხურვალედ მოსაუბრე ორგანიზაციებსაც კი, რომლებიც ამ თემაზე ტრენინგებს ატარებენ, არ აქვთ დანერგილი მარკეტინგული ძაბრები.

2.თითქმის ყველა კლიენტს, რომლებთანაც ვმუშაობთ მარკეტინგული ძაბრის შექმნაზე, არ აქვს ნამუშევარი ბიზნესის საძირკველზე [ბრენდ-პლატფორმა].

3.99% ვერც ხვდება რა საჭიროა ბრენდ-პლატფორმა და მარკეტინგული ძაბრი.

რატომღაც მათ ამაზე თვალი დახუჭეს, მაგრამ სულ ტყუილად.

რაზეა საუბარი და რა უნდა ჰქონდეს აუცილებლად ყველა მოქმედ ბიზნესს?

გთავაზობთ იმ მახასიათებლების საბაზისო სიას [ბრენდ-პლატფორმის ბირთვი], რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის, თუ რა თქმა უნდა, მას ბაზარზე ხანგრძლივი და შემოსავლიანი არსებობის პრეტენზია აქვს.

 

1.ნიშისა და ბაზრის ანალიზი;

2.მიზნობრივი აუდიტორია [სეგმენტები და განთავსების არხები];

3.უნიკალური პოზიციონირება;

4.ბრენდის მთავარი გზავნილი;

5.ბრენდის/პიროვნების ისტორია;

6.ავატარი [იდეალური კლიენტის პორტრეტი];

7.კონტენტ სტრატეგია.

მხოლოდ ამ 7 პუნქტის არსებობის შემთხვევაში აქვს აზრი, გადახვიდეთ პროდუქტების ხაზის, ფასწარმოქმნის და თავად ძაბრის შექმნაზე, იმიტომ რომ ამ 7 ნაბიჯის გარეშე, პროდუქტების ხაზიც, ფასწარმოქმნაც და მარკეტინგული ძაბრიც არასრულყოფილი და არაეფექტური იქნება.

ბრენდ-პლატფორმის გარეშე, ბიზნესი – ეს არის ბეღურებზე ზარბაზნით ნადირობა. ბრენდ-პლატფორმით, ბიზნესი – ეს არის სპილოზე სნაიპერული შაშხანით ნადირობა.

დავიჯერო, უღიმღამო ცხოვრება და კოლმეურნე ბიზნესი გინდათ?

თუ არა, გააკეთეთ ყველაფერი, რაც ამ პუნქტში წერია და თავდაჯერებულად განაგრძეთ გზა.

მე აუცილებლად გაგიზიარებთ, კონკრეტულად რას ვიყენებთ ჩვენ პრაქტიკაში, საძირკვლის ჩაყრის მიმართულებით, ოღონდ…

…შემდეგ პოსტში.

მანამ კი გადაწყვიტეთ, რა გინდათ – ეს უბრალოდ, საინტერესო წასაკითხ თემად დარჩეს თქვენთვის, თუ ადგეთ და დიდი აზარტითა და მონდომებით დანერგოთ თქვენს ბიზნესში?

#არა_კოლმეურნე_ბიზნესს

P.S. დატოვეთ ქვემოთ კომენტარები, ეს საკმარისი იქნება, რომ მივხვდე, ხართ თუ არა მზად მოქმედებისთვის. კომენტარებში და გაზიარებებში გამოხატული ინტერესის შემთხვევაში, ხვალ შემოგთავაზებთ პოსტს სახელწოდებით: „7 მიზეზი, რატომ სჭირდება ბრენდ-პლატფორმა სასწრაფოდ თქვენს ბიზნესს?“

ასე რომ – თუ გაქვთ სურვილი კარი გაუღოთ სიახლეებს, იაქტიურეთ – დატოვეთ კომენტარი და გააზიარეთ ეს პოსტი.

P.P.S. ასევე, თუ დაინტერესებული ხართ ამ თემით და გსურთ შეიტყოთ 2018 წლის ბიზნეს ტრენდებისა და Digital ბიზნესის კონკრეტული მაგალითების შესახებ, შაბათს ვატარებ უფასო ონლაინ-სემინარს და აუცილებლად შემოგვიერთდით. ამისთვის კი, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაიარეთ უმარტივესი რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ საჩუქარს – ეს არის Digital ბიზნესის მინი გეგმა [PDF], რომელიც დაგეხმარებათ თავად Digital სტრუქტურის გაგებაში და საწყისი სტრატეგიული მონახაზის გაკეთებაში.

იმოქმედეთ ახლავე:  http://bit.ly/2DM4tzd

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment