ქალაქის კეთილდღეობისთვის ბრძოლა, ხეების გაჩეხვისგან გადარჩენა და ნარმანიას წინააღმდეგ გალაშქრება „ძვირად“ დაუჯდა საოპერო მომღერალს ანიტა რაჭველიშვილს. სოციალურ ქსელში შემდეგი სახის კომენტარებსაც ამოიკითხავთ – „ქულებს იწერ“, „აქამდე არ გაწუხებდა შენი ქვეყნის ბედი?“ „აქამდე რას აკეთებდი“… ანიტა რაჭველიშვილი „კრიტიკოსებს“ შემდეგი პოსტით პასუხობს.
ანიტა რაჭველიშვილი: „ლაჩრების, მშიშრების და არაკაცების საზოგადოება! ბილწსიტყვაობა რომ უფრო მიუღებლად მიგაჩნიათ ვიდრე ხეების მოჭრა და ამ ქალაქის და ქვეყნის ეკოლოგიის განადგურება!
უმოქმედოთ რომ სხედხართ და აქეთ რომ გვილაწუნებთ იმისთვის რომ ისევ ჩვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის ვიბრძვით. აქეთ რომ ბრალს გვდებთ რომ თურმე მხოლოდ ქულების დასაწერად ვაკეთებთ ამას,ან გვიგონებთ რომ პოლიტიკური ინტერესები გვაქვს, და ენას იგრძელებთ და გვეკითხებით 2012 წლამდე რას ვაკეთებდით?!
სწორედ იმას რასაც ახლა ვაკეთებთ! უბრალოდ როგორც იქნა ყურადღება მივიქციეთ.
საკუთარ თავებს კითხეთ მაშინაც და ეხლაც საერთოდ რას აკეთებდით!
ამ საოცარი ფილმის ეს ნაწყვეტი პირდაპირ ასახავს ყველაფერს როგორც არის!!!
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=w0o841g2L6Q”]