738
„მთელი ცხოვრება ვითმენდი და მოვიგე. დარჩენილ ცხოვრებასაც ასე გავატარებ.
არასოდეს არავის ცხოვრებას არ შევხებივარ, ასე გავაგრძელებ.
ჩემს წარმატებას ყველას ვუნაწილებ, მომავალშიც გავუნაწილებ.
მარტო არასოდეს ვყოფილვარ, განგება ყოველთვის მიგზავნის კეთილ ადამიანებს.
ადრე უმადურობა მტანჯავდა, მერე მივხვდი, თუ ვინმეს რამეს ვუკეთებ, ხომ ჩემი ნებით და სურვილით ვუკეთებ, ამიტომ საკუთარი თავის მადლიერი უნდა ვიყო და სხვა დაინახავს თუ არა, ღვთის ნებაა. ასე მივაღწიე სიმშვიდეს.
როცა ვინმე მჩაგრავს, თვალებში ვუყურებ და ვდუმვარ. გულში ვფიქრობ, ხომ მაინც უნდა გარდავიცვალოთ, რატომ იტანჯავს თავს, რატომ იშლის ნერვებს.
ყოველ დღეს შეიძლება იყოს დასასრული, შეირგე ცხოვრება. რას დაეძებ“…
გია ჯაჯანიძე