კარგი ლიდერი, პირველ რიგში, საკუთარი გუნდის წევრებთან დამოკიდებულებით იცნობა. ალბათ ხშირად შეგხვედრიან ადამიანები, რომლებიც გაოცებულნი და გაბრაზებულნი არიან თავიანთი მენეჯერების უცნაური ფრაზების გამო. დიახ, ნამდვილი ლიდერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ლექსიკა:
არაფრის შეცვლა შემიძლია – გარკვეულ სიტუაცებში ამ ფრაზას ბევრი მენეჯერი იყენებს. ეს ნიშნავს, რომ არ გაქვთ იდეა რა შეიძლება გააკეთოთ კონკრეტულ მომენტში. ლიდერი კი, რომელსაც ყოველთვის ახალი და სასარგებლო იდეა არ გააჩნია თანამშრომელთა მოწონებას ვერ იმსახურებს. თუ ამ ფრაზას ხშირად იმეორებთ თქვენ გუნდს მოტივაციას უკარგავთ.
„ყოველთვის“ და „არასდროს“ – მსგავსი კატეგორიული ფრაზები ძალიან სახიფათოა, რადგან ადამიანებს ხანგრძლივი მეხსიერება აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მენეჯერის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ეხება.
არა, რადგან… – უარყოფა ყოველთვის ნეგატიურ შთაბეჭდილებას უქმნის თქვენზე თანამშრომლებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ მზად მოუსმინოთ სხვის აზრებს და გაითვალისწინოთ და მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებას ენდობით.
გასაგებია? – როდესაც ამ სიტყვას იყენებთ ეს შეურაცხყოფის მიყენების ტოლფასია, რადგან ნიშნავს, რომ მსმენელები საკმარისად შეგნებულ ადამიანებად არ მიგაჩნიათ.
მაგრამ… – ეს სიტყვა დასაქმებულთათვის ხშირ შემთხვევაში უარყოფითთან , არაგულწრფელობასთან ასოცირდება.