fbpx

არ გადადო ცვლილებები

ავტორი ჟოლო
1,905 ნახვა

1. გადაუდებლად დაიწყე ცვლილებები ამწუთასვე

თავდაპირველად ცალკე ფურცელზე ჩამოწერეთ ოთხი ისეთი ქმედება, რომლებიც აუცილებელი და სასურველია, რომ განახორციელოთ, მაგრამ რის გაკეთებასაც თქვენ ყოველთვის გადადებდით ხოლმე.

მაგალითად, გსურდათ დაგეწყოთ დილის ვარჯიში, მაგრამ ყოველთვის გადადევით. ან კიდევ, გსურდათ დაგეწყოთ ფინანსური დაზოგვები და გაგეხსნათ სადეპოზიტო ანაბარი, მაგრამ იგი ახლაც გადადებული გაქვთ. ამის მსგავსი მაგალითები თქვენს შემთხვევაში შეიძლება იყოს სხვა გადადებული უამრავი რამ.

2. მეორე ნაბიჯია: ყველა ამ გადადებული მოქმედების ქვეშ დასვით 2 კითხვა:

1) რატომ არ განვახორციელე ეს ქმედება?

2) წარსულში რა უსიამოვნო გრძნობას ვუკავშირებდი ამ ქმედებას, როცა მის განხორციელებას გადავდებდი?

შეეცადეთ საკუთარ თავთან იყოთ გულწრფელი და გაეცით ამ კითხვებს პასუხები. თქვენ უფრო კარგად გაიგებთ თუ რა გაკავებდათ ამ ქმედების განხორციელებისაგან. ალბათ იყო ისეთი უსიამოვნო გრძნობები, რომლებიც ამ ქმედების განხორციელებისას გაგიჩნდებოდათ, ხოლო ამ ქმედების შეკავებისა და გადადებისას ამ უსიამოვნო გრძნობას აიცილებდით. რა იყო ასეთი? უბრალოდ დაგეზარათ? იქნებ სწორედ იმიტომ დაგეზარათ, რომ ქმედება გარჯასთან იყო დაკავშირებული, ხოლო გარჯა უსიამოვნო პროცესია თქვენთვის? ჩაწერეთ თქვენი პასუხები თითოეული ამ ოთხი გადადებული საქმის ქვემოთ.

3. მესამე ნაბიჯი: ჩაწერეთ ყველა ის სასიამოვნო გრძნობა, რაც დაგეუფლათ თითოეული ამ ქმედების გადადებისას. მაგალითად, თუკი თქვენ დიეტის დაცვა გადადევით, რომელშიც, ვთქვათ, ნამცხვრისაგან თავშეკავებაც იგულისხმება, თქვენ სიამოვნება იმით მიიღეთ, რომ მომენტალურად დაიკმაყოფილეთ ტკბილი და გემრიელი ნამცხვრის დაგემოვნებით თქვენი სურვილი, თუმცა კი ნამცხვარი უდაოდ გასუქებთ. ნამცხვრით მომენტალური ტკბობა მაინც ზიანთანაა დაკავშირებული. საჭიროა ისწავლოთ ის , თუ როგორ მიიღოთ სიამოვნება, მაგალითად, ნამცხვრიდან თავშეკავებით. ამისათვის გადადგით მეოთხე ნაბიჯი. იგივე ეხება თქვენს მიერ მითითებულ სიამოვნებებს საქმის გადადების გამო.

4. მეოთხე ნააბიჯია: ჩამოწერეთ თუ რა დაგიჯდებათ, რა უკიდურეს ზიანს მიიღებთ თუკი ცვლილებებს არ დაიწყებთ დღეიდანვე. მაგალითად, რა ზიანს მიიღებთ თუ ისევ განაგრძობთ დილაობით მცონარა ცხოვრებას და იქნებით უმოძრაოდ? თუკი გააგრძელებთ ცომეულისა და ტკბილეულის მიღებას? თუკი გააგრძელებთ თამბაქოს წევას? და სხვა. განსაზღვრეთ ის მორალური, სულიერი, ფიზიკური და ფინანსური საფასური, არც თქვენ დაგიჯდებათ იმ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების გამო, რაც თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად შემოვარდება, თუკი ცვლილებებს დღეიდანვე არ დაიწყებთ.

5. მეხუთე ნაბიჯია: ჩამოწერეთ ის სიამოვნებანი და სარგებლობანი , რასაც მიიღებთ იმ გადადებული ქმედებების უკვე დღეიდანვე ამოქმედების შემთხვევაში. ჩამოწერეთ დიდი სია იმ სტიმულის მომცემი გრძნობების, აზრების ან მოქმედებების შესახებ, რაც ამ სარგებლობათა და სიამოვნებათა გაცნობიერებასა და მოაზრებას მოჰყვა. არ შეყოვნდეთ, იმოქმედეთ და ჩაერთეთ სასარგებლო ცვლილებების ნაკადში. გადადგით ახალ-ახალი ნაბიჯები და სამყაროც გადმოდგამს თქვენსკენ საპასუხო ნაბიჯს.

ნოდარ სარჯველაძე

წყარო:http://sarjveladze.blogspot.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment