fbpx

ალბერტ აინშტაინის 15 პოზიტიური გამონათქვამი

ავტორი ჟოლო
4,352 ნახვა

ქვეყნად მხოლოდ ორი რამ არის უსაზღვრო – სამყარო და სისულელე. თუმცა, სამყაროს თაობაზე ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული.

დამთხვევათა წყალობით ღმერთი ანონიმურობას ინარჩუნებს.

წარმოსახვა  – ეს ყველაფერია. ეს არის წინასწარი ჩვენება ცხოვრებაში მოსალოდნელი მოვლენებისა.

ერთადერთი, რაც სწავლაში ხელს მიშლის არის მიღებული განათლება.

მე ვისწავლე ვუყურო სიკვდილს, როგორც ძველ ვალს, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გადავიხადო.

საღი აზრი – ეს არის თვრამეტი წლის ასაკამდე შეძენილ ცრურწმენათა ერთობლიობა.

საერთაშორისო კანონები არსებობს მხოლოდ საერთაშორისო კანონების კრებულებში.

თითოეული ადამიანი ვალდებულია დაუბრუნოს სამყაროს სულ მცირე იმდენი, რამდენიც მისგან აიღო.

შენ ვერასოდეს მოაგვარებ პრობლემას, თუ იფიქრებ ისევე, როგორც მისი წარმომქმნელი.

ყველაზე ძნელი გასაგები რამ – ესაა საშემოსავლო გადასახადი.

რა შეუძლია თევზმა იცოდეს წყლის შესახებ, რაშიც მთელი ცხოვრება დაცურავს?

ავტორიტეტებისადმი ზიზღის გამო რომ დავესაჯე, ბედისწერამ თავად გამხადა ავტორიტეტი.

მეცნიერული აღმოჩენების პროცესი – ეს არის მუდმივად სასწაულებისგან გაქცევა.

მცირე ცოდნა სახიფათოა, ისევე როგორც, ბევრი.

ყველაზე შეუცნობადი სამყაროში ის არის, რომ ის შეუცნობადია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment