„ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ქრისტე, ამიტომ ჩვენ არ ძალგვიძს ვაჩვენოთ მას ჩვენი სიყვარული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები და მათთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ის სიყვარული, რასაც გამოვავლენდით ქრისტესთან თუ მის დანახვას შევძლებდით“ -განაცხადა დედა ტერეზამ.
1. ადამიანები ხშირად არიან ეგოისტები და უგნურები – აპატიე მათ…
2. როდესაც სიკეთეს ჩაიდენ და ადამიანები დაგადანაშაულებენ პირადი სარგებლის ძიებაში – მაინც გააგრძელე სიკეთის კეთება;
3. როდესაც წარმატებას მიაღწევ, შენს გვერდით უამრავი დროებითი მეგობარი და ნამდვილი მტერი გაჩნდება – მაინც გააგრძელე წარმატებისკენ სვლა;
4. თუ გულახდილი და სამართლიანი ხარ, ადამიანები ხშირად მოგატყუებენ – მაინც დარჩი გულახდილი და სამართლიანი;
5. ის, რასაც წლები აშენებდი, შესაძლოა დაინგრეს ერთ ღამეში – მაინც გააგრძელე შენება;
6. თუ სიმშვიდეს და ბედნიერებას მიაღწევ – შენი შეშურდებათ – მაინც იყავი მშვიდი და ბედნიერი;
7. სიკეთე, რომელიც გააკეთე დღეს, ხვალ დავიწყებას მიეცემა – მაინც აკეთე სიკეთე;
8. გაუზიარე ადამიანებს ის, რაც საუკეთესო გაქვს, მათ ეს არასოდეს დააკმაყოფილებს – მაინც გააგრძელე მათთან საუკეთესოს გაზიარება და ბოლოს და ბოლოს მიხვდები, რომ ეს ყოველივე, არასოდეს ყოფილა შენსა და მათ შორის. ყველაფერი რაც ხდება, მხოლოდ შენსა და ღმერთს შორის ხდება;
9. მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას იტყვის შენზე – მიიღე ყოველივე ღიმილით და გააგრძელე შენი საქმის კეთება.
დედა ტერეზა
მისი მთავარი მიზანი გაჭირვებულთა დახმარება იყო. მას ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე თვლიდნენ წმინდანად, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარეს.
დედა ტერეზა 1910 წლის 27 აგვისტოს მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ალბანელი არომუნების ოჯახში დაიბადა. 18 წლის ასაკში ირლანდიაში, მონაზონთა ორდენში ჩაირიცხა.
1931 წელს გახდა მონაზონი და მიიღო სახელი ტერეზა.
მალე ორდენმა იგი კალკუტაში გაგზავნა და 20 წლის განმავლობაში წმინდა მარიას ქალთა სკოლაში ასწავლიდა. 1946 წლის 10 ოქტომბერს, მან ორდენიდან გაჭირვებულთა და მიუსაფართა მზრუნველობის ნებართვა მიიღო. 1948 წელს ჩამოაყალიბა ორდენის საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირვებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა.
1965 წელს ორდენის ქველმოქმედების საზღვრები ინდოეთს გასცდა და ამჟამად მას მსოფლიოს 111 ქვეყანაში 400 ფილიალი და 120 ქვეყანაში 700 გაჭირვებულთა თავშესაფარი გააჩნია. როგორც წესი, ისინი ჩნდებიან სტიქიურად განადგურებულ და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში.
1973 წელს ტერეზა ტემლპტონოვის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა რელიგიის პროგრესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
1979 წელს დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის პრემია.
ის გარდაიცვალა 1997 წელს 87 წლის ასაკში, ხოლო 2003 წლის ოქტომბერში კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.