fbpx

მართვის სადავეების ფლობის ტექნიკების ოსტატი თბილისში ჩამოდის

ავტორი ჟოლო
134 ნახვა

თუ გსურთ დაეუფლოთ ურთიერთობების მასტერ კლასს და თქვენთვის სასურველი საკითხები  დიპლომატიურ დონეზე გადაჭრათ, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა

რომელსაც გერმანიიდან ჩამოსული მართვის სადავეების ფლობის დიდოსტატი მადიტა დისკჰუტი — DEVANLP.COM გთავაზობთ.

აღიარებული და მსოფლიოში მოთხოვნადი ტრენერი, რომელიც ასევე ოშოს უსაყვარლესი მოსწავლე გახლავთ საქართველოს რამდენიმე დღეში, სპეციალურად „ენ ელ პე ქოუჩინგის“ ჩასატარებლად ეწვევა. 

ტრენინგი თბილისში 6 ივლისს დაიწყება და 10 დღე გაგრძელდება. მადიტას ცნობილი ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი მასპინძლობს. დღეს სწორედ მისგან შევიტყობთ, თუ ვისთვის არის «ენ ელ პე ქოუჩინგი» და რა შეიცვლება იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ამ ცოდნას ეზიარება.

ხათუნა მუზაშვილიენ ელ პე ქოუჩინგი — ეს გახლავთ ფსიქოლოგიის უძლიერესი და ეფექტური ტექნიკების ნაზავი, რომელიც ადამიანებს დასახული მიზნების მიღწევასა და პიროვნულ წარმატებაში ეხმარება.

პირველ რიგში ეს არის ყოველდღიური მოხმარებისათვის განკუთნილი ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვიოთ საკუთარ თავში, უკეთ გაუგოთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს და ისწავლოთ მათთან ურთიერთობა უმაღლეს დონეზე….

ეს კურსი გახლავთ ყველასთვის ვისი პროფესიაც ადამიანებთან ურთიერთობებს მოითხოვს და ვისი წარმატებაც ადამიანებთან ურთიერთობების ხარისხსზე დგას.

 

მათ შორის PR მენეჯერებისთვის, რომელთა მუშაობის ხარისხიც უმთავრესად დამოკიდებულია კრეატიულობასა და ურთიერთობების ცოდნაზე.

HR მენეჯერებისათვის — აქაც გუნდური მუშაობა, გუნდის მართვა, პასუხისმგებლობის აღება, გადაწყვეტილებების დელიკატურად მიწოდება და წინასწარ გათვლილ რეაქციაზე დამოკიდებული, დაგეგმილი შედეგების მიღება .

დირექტორებისათვის — მართვის სადავეების ფლობის ტექნიკების ფართო სპექრტი გაიშლება თქვენს წინ;

მენეჯერებისათვის — გაუმჯობესებული სწრაფი რეაქცია და გადაწვეტილებები, ქრონიკული გადაღლილობის სინდრომთან გამკლავების ტექნიკები და მექანიზმის (ბიზნესის) საათივით აწყობის პრინციპი…

ფსიქოლოგებისათვის — უკომენტაროდ.

პედაგოგებისათვის…

თუ შეიძლება განმარტოთენ ელ პეიმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ამის შესახებ დღეს თქვენგან პირველად შეიტყვეს

-(NLP) ( ნეირო ლინგვისტური პროგრამირება) — ეს არის პრაქტიკული ფსიქოლოგიის სფერო, რომლის მიერ შემუშავებული გამოყენებითი ტექნიკებიც, ეფუძნება ფსიქოლოგიის ყველა დროის გენიების, ფსიქოთერაპევტებისა და კომუნიკაციის ოსტატების მიერ აღმოჩენილ და პრაქტიკაში გამოყენებულ ცოდნას.

…ენ ელ პე გეხმარებათ შეხედოთ საკუთარ თავს „იმ ცნობილი“ ფსიქოლოგების თვალით და თავად შეძლოთ „მათი“ მისიის შესრულება თქვენს ცხოვრებაში.

…ენ ელ პე-ს აგრეთვე ადამიანებსა და გარემოს შორის ურთიერთობების ეკოლოგიასაც უწოდებენ….კავშირი ადამიანის პიროვნებასა და მის ფიქრებსა და ქმედებას შორის, იდეალური ბალანსის შემთხვევაში უმაღლესი სულიერი და პიროვნული განვითარების ტოლფასია…

ქოუჩინგი — (თარგმანში — სწავლება) ფსიქოლოგიური მუშაობის  მიმართულებაა, იგი  ეფუძნება არა რჩევების მიცემას, არამედ ადამიანის მოტივირებას…ქოუჩნგ სესიის შემდეგ, თქვენ თავად იპოვნით პასუხებს თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე და ამას განაპირობებს თქვენდამი ქოუჩის მიერ დასმული შეკითხვები.

 მადიტა დისკჰუტის შესახებ რას გვეტყვით, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ოშოს მოსწავლეა

-ნამდვილად ასეა. მადიტა, კლასიკურ ფსიქოლოგიასთან ერთად ინდურ ფილოსოფიასაც ეზიარა. ის ოშოს უსაყვარლესი მოსწავლეა, მადიტა გახლავთ იოგა თერაპიისა  და არტ თერაპიის უბადლო სპეციალისტი და მთელს მსოფლიოში აღიარებული და მოთხოვნადი ტრენერი. ამიტომაც უდიდესი მიღწევაა გაიარო  NLP ტრენინგი სწორედ ამ დონის სპეციალისტთან, თან საქართველოში.

 

(NLP) ( ნეირო ლინგვისტური პროგრამირება

ხანგრძლივობა -10 დღე. ტრენინგის ბოლოს  ჩატარდება ტესტირება

მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო ამერიკულ სერთიფიკატს.

ტრენინგის ჩატარების დრო — 06 . 07 დან 15.07 მდე. 
სამუშაო დღეებში — 19:00 დან 22:00 საათამდე.
შაბათ კვირას — 12:00სან 18:00 საათამდე.
საფასური — 1000 ლარი.
საფასური ითვალისწინებს :
ყავის შესვენებეს;
ტრენინგის დღიურს (სპეციალურად ტრენინგისათვის შექმნილი სამუშაო მასალა)
სერთიფიკატს აგრეთვე დასკვნით საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებას.
ტრენინგზე ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონით 593 94 5008 / 595 28 18 55

ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა ლიმიტირებულია, ამიტომ რეგისტრაცია და ანგარიშსწორება წარმოებს წინასწარ.
თიბისიბანკი ა/ნ GE77TB7540236070100001
დანიშნულება — ნლპ ტრენინგის საფასური.

გისურვებთ წარმატებებს

https://www.facebook.com/events/466385540454562/

 

ავტორი: დეა თავბერიძე

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment