„ვინატრებდი – ნეტავ შემეძლოს ყველა ტკივილის მორჩენა პიროვნების ღირსების შეუცვლელად.
ნეტავ შემეძლოს ადამიანებს დავუწინდო უეცარი, მოულოდნელი სიკვდილი, არა უადრეს წლისა, რომ მის გაჩენას აზრი ჰქონდეს და ახლდეს რწმენა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ჯანსაღი სულით და ხორცით ივლის და არ ეცოდინება, რა არის ტკივილის შიში.
ნეტავ შემეძლოს გადავაჩვიო ადამიანი ტყუილს, და მის ნაცვლად დუმილი ვასწავლო.
ნეტავ შემეძლოს, მოვუსპო ადამიანს სიხარბე და მოპარვის ცხოველური ჟინი და მხოლოდ სიკეთით ნეტარება ვასწავლო.
ნეტავ შემეძლოს ადამიანის ვნება სიყვარულს დავუმორჩილო და სიყვარულში მოთმინება და მსხვერპლგაღება ვასწავლო.
ნეტავ შემეძლოს ადამიანს ორი დიდი ჩვევა დავუწინდო შრომისა და ოცნებისა.
ნეტავ შემეძლოს სიბრძნით ავავსო ადამიანი ისე, რომ არ დამძიმდეს და ხალისი სიკვდილამდე მიჰყვეს.
რა კარგი სიტყვაა „ნეტავ“.
ი.გურგულია