fbpx

დამწვარი ასანთის ღერების ახალი სიცოცხლე

ავტორი ჟოლო
62 ნახვა

რუს ფოტოგრაფ  სტანისლავ არისტოვს შთაგონება ერთ მშვენიერ დღეს ეწვია, როცა ცდილობდა მიეღო გადაწყვეტილება, რა აღებეჭდა ფირზე ფოტოგრაფთა მორიგ კონკურსში გასამარჯვებლად და თან ხელში ასანთის კოლოფს ათამაშებდა. სწორედ რაიმე მშვენიერის შექმნის სურვილმა მიიყვანა ფოტოგრაფი ასანთის დამწვარი ღერებიდან შესანიშნავი მინი სკულპტურების შექმნამდე. მათთან თამაშისას უეცრად დაფიქრდა, თუ როგორ სიმბოლიზდება ასანთის დამწვარი ღერი ცხოვრებასთან – დამწვარი ნაწილი წარსულია, კვამლი დარჩენილი მოგონებები, ხოლო ღერის ხელუხლებელი ბოლო – მომავალი. ცეცხლი კი თავად სიცოცხლეა.

357

30 წლის ფოტოგრაფი ასანთის ღერს წვის პროცესში სასურველ ფორმაზე ღუნავს და შემდეგ მაკრო-ობიექტივისა და ფლეშის გამოყენებით იღებს ასანთს, ცეცხლსა და კვამლს. მის ხელოვნებაში ფოტოშოფიც საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, რადგან რომ არა ის და სხვა მსგავსი “ჯადოსნური” კომპიუტერული პროგრამები, თითოეული ფოტოს გადასაღებად სტანისლავს უამრავი სპეციალური მოწყობილობა, 100%-იანი იღბალი და მთელი სატვირთო მანქანა ასანთის ღერები დასჭირდებოდა.

ნაძვის ხიდან და ეიფელის კოშკიდან ფლორა და ფაუნამდე – ეს არის სტანისლავის შემოქმედების არეალი, რომელთაც ასანთის ღერებზე დახვეული ციცქნა ხანძრებით ქმნის.

დაათვალიერეთ დიდი ხეების ციცქნა ნაკუწების ცხოვრება სტანისლავ არისტოვის ფოტოებში:

624

1422

1224

725

825

*

*

1107

1324

2515

1623

1720

2419

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment