fbpx

“ადამიანებს ნივთებზე მეტად სჭირდებათ მოვლა, ადგილის გამონახვა, პატიება”…

ავტორი ნინო გონგაძე
3.1K ნახვა

-რა მშვენიერია, უბრალოდ, ის ფაქტი, რომ ცოცხალი ხარ.

-აირჩიე დღე და დატკბი მისით. წარსულმა მომავლის დაფასება მასწავლა. არ მინდა მომავალზე ნერვიულობით მისი გაფუჭება.

-მხოლოდ ყველაზე გაბედული ადამიანები არიან წარმატებულები.

-არასოდეს ვინერვიულებდი ასაკზე, თუკი მეცოდინებოდა, რომ ისევ ვეყვარებოდი და მეც მეყვარებოდნენ.

-ქალი შეიძლება იყოს, ერთდროულად, ლამაზი და ჭკვიანიც.

-წარმატება დაბადების დღეს ჰგავს, რომელსაც დიდხანს ელოდები, მაგრამ როცა მოდის, ხვდები, რომ სრულებით არ შეცვლილხარ.

-დროთა განმავლობაში, ხვდები, რომ ორი ხელი მოგეცა: ერთი – შენთვის, მეორე კი – სხვების დასახმარებლად.

-როცა არავინაა შენ გარშემო, რომ ჩაი მოუმზადო, როცა არავის სჭირდები, ვფიქრობ, სწორედ მაშინ მთავრდება ცხოვრება.

-დედა მთელი ცხოვრების მანძილზე შთამაგონებდა, რომ ადამიანი საჭირო უნდა იყოს.

-ვაღმერთებ ადამიანებს, რომლებიც ჩემს გაცინებას ახერხებენ. სიცილი ჩემი საყვარელი საქმიანობაა. მას ბევრი დაავადების განკურნება შეუძლია.

-ადამიანებს ნივთებზე მეტად სჭირდებათ მოვლა, ადგილის გამონახვა, პატიება. ნურასოდეს მოიშორებთ თავიდან ვინმეს.

-არასოდეს მინდოდა განქორწინება. მძულს ეს სიტყვა, მის გაგონებაზე ჟრუანტელი მივლის. ყოველთვის ვოცნებობდი ერთხელ გათხოვებაზე.

-მაქვს რწმენა, მაგრამ მას არცერთ რელიგიასთან არ აქვს კავშირი.

-ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები ყოველთვის სოფელთან იყო დაკავშირებული. ვაღმერთებ ბუნებას, ხეებს, ჩიტებსა და ყვავილებს. მე არ ვარ ქალაქის მოსახლე, ცემენტი ნაღველს იწვევს ჩემში.

-თუკი სიმართლეზე მიდგა საქმე, იძულებული ვარ, ვაღიარო, რომ დღემდე ზღაპრებს ვკითხულობ და მთელი გულით მიყვარს ისინი.

-კოსმეტიკას შეუძლია სახის შელამაზება, მაგრამ ის უძლურია, თუ შიგნიდან ხარ მახინჯი. თუკი, რა თქმა უნდა, კოსმეტიკას არ ჭამ.

-ბავშვობაში მასწავლეს, რომ საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევა და სპექტაკლების დადგმა ცუდ აღზრდაზე მიუთითებს. სწორედ ასე დავიწყე ფულის გამომუშავება.

-ლამაზი არ ვარ. მახსოვს, დედამ ერთხელ „საძაგელი იხვის ჭუკიც“ კი მიწოდა. თუმცა, თუკი ჩემს ნაკვთებს ცალ-ცალკე დააკვირდები, რაიმე კარგის აღმოჩენაც შეიძლება.

-ჩემს ცხოვრებაში ყოფილა პერიოდები, როდესაც საკუთარი თავი მძულდა: მეგონა, რომ ძალიან მსუქანი ვიყავი, ზედმეტად მაღალი, ზედმეტად ჩვეულებრივი ან -ძალიან უშნო.

-მე არ მჭირდება საძინებელი საკუთარი ქალურობის დასამტკიცებლად. მე მარტივად შემიძლია სექსუალური ვიყო წვიმაში ვაშლის მოკრეფის დროსაც.

ოდრი ჰეპბერნი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment