fbpx

„მოვა დრო და ერთხელაც … მაგრამ ჯერ გვექნება უამრავი მცდელობა“…

ავტორი ჟოლო
426 ნახვა

მოვა დრო და ერთხელაც შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც არასოდეს გვიღალატებენ, მაგრამ მანამდე მოგვიწევს უამრავი ტკივილის გავლა.

მოვა დრო და ერთხელაც, შეხედულება ჩაგვადნება და ნაცვლად, მოვა გაცნობიერება: გარეგნულობა არაფერია, შინაგან სილამაზესთან შედარებით. მანამდე კი ბევრჯერ მოგვიწევს, პირველი წვიმით ჩამორეცხილი ნიღაბის გამო „პირის დაღება“.

მოვა დრო და ერთხელაც, მოგვბეზრდება ტკივილის ტარება და მივაგნებთ ჩვენ შიგნით არსებულ საიდუმლოს, რომელიც მიბჟუტული მუდმივად ანათებს და თურმე, საკმარისია ტუჩები ლამაზად „მოვპრუწოთ“ და სული ნაზად შევუბეროთ – ნაკვერჩხალი გაღვივდება, ცეცხლიც აგიზგიზდება და სიცოცხლეც მოგვინდება.

მოვა დრო და ერთხელაც, გავიაზრებთ, რომ რამდენი ბრძნული წიგნებიც არ უნდა წავიკითხოთ, რამდენი ბრძნული აზრი არ უნდა მოვისმინოთ – ფუჭი, ცარიელი და ლამაზი სიტყვების ნაკრებია და სხვა არაფერი… რადგან, ჭეშმარიტებისკენ გზა აღმოჩნდება, ამ გზისკენ მიმავალი ჩვენი გასავლელი თუ გავლილი ეკალ-ბარდიანი ბილიკები და ვინ გავხდებით თუ გავხდით ამის შედეგად.

მოვა დრო და ერთხელაც, მივხვდებით სიყვარულზე უმაღლესი ძალა არ არსებობს და ჩვენ თავად ვართ სიყვარული. მაგრამ ჯერ გვექნება უამრვი მცდელობა, სიყვარულის უკმარისობა შევივსოთ გარედან, ვეძებოთ ის ყველგან, ყველაში, და მოგიანებით მივაგნოთ პირველწყაროს..

სიყვარულით, პერსონალური ქოუჩი და წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია
http://kvaratskhelia.pro/formula/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment