fbpx

„მონობა, სიყვარულშიც ისეთივე დიდი ცოდვაა, როგორც სიძულვილში“ …

ავტორი ჟოლო
4,492 ნახვა

***

გარდაცვალების შემდეგ, ქარად ყოფნას ვინატრებდი ოტია, რადგან ადამიანები ყველაზე ძვირფასს, მას ატანენ…
და მე მექნებოდა ყველაზე მეტი – დრო, ჭკუა, გონება და სიყვარული…
მე შევიფარებდი ყველა გრძნობას და ადამიანურ ღირებულებებს, რომელსაც, ყოველ დღე, ყოველ წუთს, უმოწყალოდ ანიავებენ…
არსაოდეს შემაწუხებდა ბოღმა, შური, სიძულვილე და ორგულობა, რადგან ეს, ის თვისებებია, რომელსაც ადამიანი, ქარს, არასოდეს ატანს.

***

„ოტია, მერწმუნე, ამ ქვეყანაზე, ცოლ-ქმარს შორის, ღალატზე მძიმე, სამარცხვინო და აუტანელი დანაშაული არ არსებობს…
– არსებობს იასონ, როგორ არ არსებობს…
– რა, ოტია?
– ღალატზე მძიმე, სამარცხვინო და აუტანელი დანაშაული ცოლ-ქმარს შორის, შიშითა და იძულებით შენახული ერთგულებაა…“

***

„სასჯელია, გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება თავი მართალი ჰგონია.
ვისთვისაც, მუხლმოყრილი კი არა, მუხლებზე მხოხავი ხარ მისაღები.
უზნეობაა , თუ ვინმე საკუთარ უპირატესობას სხვისი სისუსტით ზომავს.
მონობა, სიყვარულშიც ისეთივე დიდი ცოდვაა, როგორც სიძულვილში, რადგან მდგომარეობა განაპირობებს შენს ადამიანურ ღირებულებას და თუ ცნობიერს დააბრმავებ სიყვარულით, ან სიძულვილით, ორივე შემთხვევაში ბრმა ხარ.
ბრმა, რომელიც ვერასოდეს იპოვნი გზას სრულყოფილების მისაღწევად.”

*მზე, რომელიც ღამე ამოდის*

სულა სულაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment