რატომ უნდა დავხატო, როდესაც არ მაქვს ამის ნიჭი?
ბევრი ასე გიპასუხებთ.
ბევრისთვის, ხატვა იქცა ჰობად, იმიტომ რომ თვლიან – ხატვისთვის არასაკმარისად ნიჭიერები არაიან.
არიან ადამიანები, რომლებსაც სთხოვ რამე დაგიხატონ, ისინი კი გპასუხობენ – არა თუ ხატვა, ხაზსაც ვერ გაავლებენ და სასიცილოდ მოხაზავენ – ღიმილს ან ყვავილს. ამ დროს, უთვალავჯერ გაიმეორებენ, გიხსნიან რომ ხატვა არ იციან. ალბათ, ამ ადამიანების ნახატს, ადრეულ ასაკში, შეხვდა ძალიან სერიოზული კრიტიკა, რაც აღიბეჭდა ფსიქოლოგიურ ტრამვად და სამუდამოდ განაშორა ხელოვნების ამ საოცარ დარგას. ან კიდევ თავინთი ნახატები შეადარებს შედევრებს და ჩათვალეს, რომ ეს მათი საქმე არ არის… ასეც ხდება.
ხატვაზე უარის თქმით, ძალიან ბევრს კარგავთ. შეიძლება, ვერ მიიღოთ აღიარება და შესაძლებელია, არც არსდროს აჩვენოთ ვინმეს თქვენი ქმნილებები, მაგრამ აქ თავად პროცესია მნიშვნელოვანი.
როდესაც ხატავთ, განსაკუთრებით, საყვარელი მუსიკის ფონზე, მთლიანად იძირებით პროცესში, დრო გარბის შეუმჩნევლად, სიამოვნებაში და თავს გრძნობთ შესანიშნავად.
გამოკვლევების ავტორებმა (რომელთა შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Art Therapy) ივარაუდეს: ექსპერიმენტში მონაწილეებში, ხატვის პროცესი საგრძნობლად შეამცირებდა სტრესთან დაკავშირებულ ჰორმონებს და ამ დროს, მნიშვნელობა საერთოდ, არ ექნებოდა, რამდენად კარგ ნახატს დახატავდნენ. მათ დაურიგეს ქაღალდი, ფერადი მარკერები, წებო, კოლაჟის შესაქმნელი მასალები და სთხოვეს 45 წთ-ის მანძილზე, დაეხატათ ან დაეწებებინათ რაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ. უფრო მეტიც, არ იყო არანაირი კავშირი კორტიზოლის დონესა და მონაწილეების ხატვის უნარს შორის.
უმრავლესობის შედეგი: გაუუმჯობესდათ ხასიათი, გრძნობდნენ ნაკლებ დაძაბულობას, ვიდრე დასაწყისში და ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ წარსულში ხატვის გამოცდილება თუ არა და ასევე, ჰქონდათ თუ არა ნიჭი.
თუ თქვენ გქონდათ მძიმე დღე, დაჯექით და დახატეთ რამე. აუცილებელი არ არის ისწავლოთ ხატვა, გახსოვდეთ -აქ, მთავრია არა საბოლოო შედეგი (ნახატი კარგია ან ცუდი), არამედ პროცესი. ამით, ნებისმიერ სიტუაციაში, მოიხსნით დაძაბულობას და თავს იგრძნობთ გაცილებით უკეთესად.
გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!
განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება
სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
ავტორი: თამარ კვარაცხელია