fbpx

„შენ შეგიძლია შექმნა მეტი ნათელი და სიბნელე დაიკლებს“

ავტორი ჟოლო
287 ნახვა

„ცხოვრება გრძელდება… ის გრძელდება ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც ტირის ან ვიღაც მეცხრე ცაზეა ბედნიერებისგან…..

ყოველი განსაცდელი – გაკვეთილია…..

 კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ მინდა…..ადამიანს, რომელსაც დღეს ვერ უთხარი

„მიყვარხარ“, ხვალ შესაძლოა იყოს ძალიან გვიანი…

ერთადერთი პოზიტიური დასკვნა, რომელიც ტრაგედიის შემდეგ შესაძლოა

გამოიტანოს ადამიანმა, ეს არის:

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს;

მეტად გამოვხატოთ სიყვარული,

გვერდზე დგომა ვისწავლოთ ყოველდღიურად და არა მხოლოდ გასაჭირში,

ვიყოთ ადამიანურები ყოველთვის,

ვისწავლოთ ყოველი წამის დაფასება,

ვისწავლოთ ცხოვრება დღევანდელი დღით,

ვიყოთ მადლიერი იმისა რაც გვაქვს.

სამყარო ყოველთის ორად არის გაყოფილი – ბნელ და ნათელ მხარეებად…..

ვიღაც ყოველთის მოინდომებს გამდიდრდეს სხვის უბედურებაზე, მაგრამ ვიღაც ბოლო ლუკმას გაიღებს და გადაარჩენს სხვას…..

მთავარი ისაა, შენ რომელ მხარეს ხარ?

შენ რომელ მხარეს ხედავ?

ნათელი მხარე უფრო გაბედნიერებს, თუ ბნელი გაუბედურებს?

ბრაზდები? და იწყებ სიბნელესთან ბრძოლას? – ეს შენი სიბნელისაკენ გადაბირების

სცენარია… შენ შეგიძლია შექმნა მეტი ნათელი და სიბნელე დაიკლებს“…

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment