fbpx

7 გზა სტრესთან გასამკლავებლად…

ავტორი Ann
456 ნახვა

სტრესული სიტუაციები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს და ხშირად წარმოუდგენლად გვეჩვენება მათი თავიდან არიდება, თუმცა არსებობს რამდენიმე გზა იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ სტრესს:

თუ თავიდან ვერ ირიდებთ სტრესულ სიტუაციას, შეცვალეთ ის – თუ ხვდებით, რომ კონკრეტული გარემო თქვენზე სტრესულად მოქმედებს, გაეცალეთ ამ გარემოს, შეცვალეთ იგი.

თუ ვერ ცვლით სტრესის მიზეზს, შეცვალეთ საკუთარი თავი – ისწავლეთ მოვლენების მარტივად შეფასება. ივარჯიშეთ იმაზე, რომ არ ინერვიულოთ რაზეც აქამდე ნერვიულობდით.

დაიცავით საკუთარი თავი – ზოგჯერ, როდესაც ხვდებით, რომ სტრესულ გარემოს ვერ შეცვლით აუცილებელია თუნდაც 20 წუთი დაუთმოთ საკუთარ თავზე ზრუნვას.

ისუნთქეთ – სტრესი, როგორც წესი, სუნთქვის პრობლემას იწვევს. როდესაც გრძნობთ, რომ დათრგუნული ხართ, უბრალოდ ღრმად ამოისუნთქეთ.

დაისვენეთ – როდესაც თავს მძიმედ გრძნობთ განმარტოვდით მშვიდ ადგილას და გააკეთეთ ასეთი სავარჯიშო: მოიგონეთ 5-მდე პოზიტიური ფრაზა და იმეორეთ ისინი ხმამაღლა. შემდეგ აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები.

აწამოეთ დღიური – წერა ადამიანს სტრესისგან ათავისუფლებს. აწარმოეთ დღიური, ჩაწერეთ მასში ყოველდღიური უარყოფითი ემოციები, ასე თქვენ გათავისუფლდებით.

ივარჯიშეთ და იკვებეთ ჯანსაღად – ფიზიკური აქტივობა სტრესისგან გათავისუფლების კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა. გონება ამ დროს ვარჯიშზე ერთვება და სტრესისთვის დრო არ რჩება.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment