“შური არს მწუხარებაი სხვისსა კეთილთა ზედა”…მაშასადამე…
ეს მწუხარება რა საკვირველია თქვენი ფანტაზიიდან გამომდინარე შესაძლოა შავად, თეთრად , ვარდისფრად ან მწვანედ მოგჩვენოთ, თუმცა…..
ეს მხოლოდ ილუზიაა, საკუთარი თავის გასამართლებლად …
ნუ იქნებით მწუხარე სხვისი სიკეთის გამო…
და თუ მაინც შემოგაწვათ ეს არა საკადრისი განცდა, ნუ დაიწყებთ თავის მართლებას მისი გაფერადებით:)
იქვე გადაატრანსფორმირეთ “მიზანდასახულობად”….
უთხარით საკუთარ თავს:
მე ეს მინდა !
მე ეს მექნება!
და ახლავე დაიწყეთ ფიქრი და დაგეგმვა იმისა, თუ როგორ მიიღოთ თქვენც სასურველი.
და გეგმის წერას რომ მორჩებით, თავში ერთი პატარა საქმეც ჩაიმატეთ:
-„ვისწავლო სხვისი სიხარული მიხაროდეს”
ოოოო, როგორი სავსე გახდება ცხოვრება…..
და აი სხვისი სიხარულით სიხარული, კი თუ გინდათ შავბნელი იყოს მაინც სიხარულია…..ისევე როგოც შური – შურია და წერტილი.
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი