2 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იღებს სტარტს. საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში 10 ფილმი იქნება წარდგენილი.ფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით “შემთხვევითი პაემნები” გაიხსნება.
საერთასორისო საკონკურსო პროგრამაში 10 ფილმი მონაწილეობს: არჩილ ქავთარაძის “კომა”, მარია სააკიანის – “ეს მე არ ვარ”, “მაიორი”- იური ბიკოვის ფილმი, ანდრეა პალაოროს ნამუშევარი “მედეა”, მოთამაშე”- იგნას იონინასის სურათი, ერდემ ტეპეგოზის “ნაწილაკი”, “სექტემბერი”- პენი პანაიოტოპულის ფილმი, “ქალთა დღე” მარია სადოვკას ფილმი, ‘ქამელეონი”- რუფათ ჰასანოვი, ელვინ ადიგოზელი, “შემიყვარე” მარინა გორბაჩის ფილმი.
ფესტივალის მთავარი პრიზები- “ოქროს პრომეთე” გამარჯვებულ ფილმს, ხოლო “ვერცხლის პრომეთე” გამარჯვებულ რეჟისორს გადაეცემათ.
ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი მაიკლ ჰოფმანია.
გამარჯვებული ფილმი და რეჟისორი 7 დეკემბერს გამოვლინდება.