53
ინტერნეტ ჟურნალი „ჟოლო“ ათენში მცხოვრებ ემიგრანტებს ეწვია და მათთან ერთად ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება იზეიმა. ეს გახლდათ ქართული შემოდგომა ათენში – გახარებული პატარებით, უფროსების ცრემლიანი თუ სევდანარევი და მაინც ღიმილიანი სახეებით, ტკბილი სიმღერებით, სიყვარულითა და სამშობლოს მონატრებით გაჟღენთილი ლექსებითა და დიდებული მასპინძელით.
ჩვენი მასპინძელი ცნობილი ელინისტი, ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ავთანდილ მიქაბერიძეა.
ორივე საღამო სწორედ მისივე დამსახურებით განათლებისა და კულტურის ცენტრში გაიმართა და მოეწყო შეხვედრა ორ პოეტ ქალბატონთანმ სოფო ფოცხვერაშვილთან და თამარ ჯაფარიძესთან.
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=PTjUCQe4yGM&feature=youtu.be”]