ზიგმუნდ ფროიდი(1856-1939) ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.
გამონათქვამები:
1)სიყვარული და შრომა ადამიანურობის ქვაკუთხედია.
2)ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, ეს არის ის, ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ, ეს არის ის, ვინც ხართ ახლა.
3)სინამდვილეში ადამიანთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან იგი პასუხისმგებლობას მოიცავს. ადამიანთა უმეტესობა კი გაურბის პასუხისმგებლობას!
4)გამოუხატავი ემოცია არასდროს კვდება. ის ცოცხლად დამარხულია და თავის დამახინჯებულ სახეს მოგვიანებით წარმოაჩენს.
5)არასდროს ვართ ისეთი დაცული ტანჯვისგან, როგორც მაშინ, როდესაც ვართ სიყვარულში.
6)ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები.
8)შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.
9)ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე.
10)გამოუვლენელი ტრფიალი პირველად თავის თავს ამხელს მტრობითა და აგრესიის მიდრეკილებით.
11)ადამიანი რაც უფრო მეტად ზღუდავს გარეთ მიმართულ აგრესიას, მით უფრო მკაცრი, მაშასადამე, აგრესიული ხდება თავის მე-იდეალში.
12)შიში არის საშიშროების წინაშე უკანდახევის გამოხატულება.
13)ქალის დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს.
14)როდესაც დედის უდავოდ გამორჩეულად საყვარელი შვილი ხარ, მაშინ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებ დამპყრობლის გრძნობას, წარმატების იმ რწმენას, რომელსაც არც თუ იშვიათად მართლად მოაქვს წარმატება.
15)რაც უფრო უნაკლოა ადამიანი გარედან, მით უფრო მეტი დემონია მის შიგნით.
16)არაფერი გვიჯდება ისე ძვირი ცხოვრებაში, როგორც ავადმყოფობა და სიბრუყვე.
17)სიბრიყვის პირველი ნიშანია მორიდების სრული არქონა.
18)ადამიანის ბედნიერება სამყაროს შემქმნელის გეგმებში არ შედიოდა.
19)სექსუალურ გადახრად მხოლოდ სექსის არქონის სურვილი შეიძლება ჩავთვალოთ, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ გემოვნების საკითხია.
20)როდესაც მაკრიტიკებენ თავის დაცვა შემიძლია, მაგრამ როცა მადიდებენ- უძლური ვხდები.
21)საკუთარ თავთან აბსოლუტური გულახდილობა- კარგი სავარჯიშოა.
22)ბევრის მოყვარული იცნობს ქალებს, ერთის მოყვარული შეიცნობს სიყვარულს.
23)სანამ საკუთარ თავს დეპრესიის დიაგნოზს დაუსვამთ, დარწმუნდით, რომ იდიოტებით გარემოცული არ ხართ.
24)ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ არ დავუშვებთ ისეთივე შეცდომებს, რომლების გამოც სხვებს დავცინით.
25)თუ ადამიანს ყველაფერი ვაპატიეთ, ე.ი მასთან ყველაფერი მორჩა.