fbpx

ქალი და ბიოლოგიური საათი – რა გვიმატებს და რა გვიკლებს ასაკს?

ავტორი nino
90 ნახვა
0 კომენტარი
0

მოწევა, სტრესები და მკაცრი დიეტები ნაადრევ სიბერეს იწვევს. სპორტი და სწორი კვება კი პირიქით, ადამიანს აახალგაზრდავებს. გამოკვლევის მიხედვით, ადამიანს შეუძლია ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოს.

რა გვიმატებს და რა გვიკლებს ასაკს?

სტრესი

სტრესი ნამდვილი “ასაკობრივი ბომბია”. ძლიერმა და ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება 10-15 წლით დაგაბეროთ. მიუხედავად ამისა, ადამიანის ორგანიზმს ასეთი შემთხვევის შემდეგაც შეუძლია ძალები აღიდგინოს. ამიტომ თუ ხშირად გხვდებათ სანერვიულო, თქვენს ყოველდღიურ განრიგში იოგა ან არომათერაპია შეიტანეთ.

ასაკი

თუ გწამთ რომ ცხოვრება მართლაც 40 წლის შემდეგ იწყება, ესეიგი ასეცაა, რადგან ჩვენი ფიქრები და სიტყვები ჩვენს ორგანიზმში გარკვეულ რეაქციებს “აპროგრამებს”. ეს მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია. საკუთარ ასაკთან მიმართებაში ორი სწორი ვარიანტი არსებობს: ან უნდა იამაყო, ან ამაზე საერთოდ არ იფიქრო და არც ილაპარაკო.

დიეტა

მაშინაც კი, როცა აუცილებლად და თან სასწრაფოდ გჭირდებათ წონაში დაკლება, მკაცრი დიეტებისგან თავი შეიკავეთ. მკაცრი დიეტების მიმდევარნი მუდმივად დაძაბულები არიან. ასეთი ტიპის დიეტები დროთა განმავლობაში წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი