fbpx

როგორ ავისრულე 5 წლის ოცნება – მე და “მიღწევატორი”

ავტორი ჟოლო
196 ნახვა

როგორ ფიქრობთ რა არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში ყველაზე ძალიან გვეხმარება?

ვიცი, ახლა სხვადასხვა რამ გაგიელვებთ თავში:

ძლიერი სურვილი,

მიზანდასახულობა,

მონდომება,

რწმენა,

ცოდნა,

შეუპოვრობა,

მოქმედება,

მოტივაცია,

გარემოცვა,

საქმის სიყვარულით კეთება…

გეთანხმებით, თითოეული, წარმატებამდე მიმავალი გზის შემადგენელი ნაწილია. თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება ერთი მთავარი რამ, რომლის გარეშეც შეუძლებელია მოიპოვო გამარჯვება და ეს მთავარი რამ – მკაცრი, მომთხოვნი და ყოველმხრივ მოწესრიგებული, მისი უდიდებულესობა დისციპლინა გახლავთ.

დისციპლინა, რომელსაც ბევრი გაურბის ვიდრე ემეგობრება.

დისციპლინა, რომელსაც ძალიან ბევრჯერ მეც გავექეცი ცხოვრებაში .

თუმცა, რეალურად შედეგი სწორედ მაშინ დაიდო, როცა ისევ მას ვუხმე …

ორი თვის წინ მეგობარმა ერთ–ერთი პროქტის ლინკი გადმომიგზავნა. აქ ადამიანში „გამეფებულ“ ქაოსურ მდგომარეობას აწესრიგებენო. ჰოოდაა, იმ წამსვე დავრეგისტრირდი… მერე კი ვინანე, მაგრამ უკვე გვიანი იყო…

რატომ ვინანე?

ბევრი ისეთი რამის გაკეთება „მაიძულეს“ რაც მეზარებოდა ….

ამიტომაც ბევრჯერ გავიფიქრე თავს დავანებებ, ძალიან დამღალა–თქო ))) და ამ ფიქრებსა და გადაწყვეტილების მიღება–არ მიღებაში უცებ ვიგრძენი, თუ როგორ დავიწყე ყოველდღიურად იმის  გაკეთება რაც ადრე ძალიან მინდოდა, მაგრამ არ ვაკეთებდი…

თუ როგორ დავიწყე მიზნისკენ სვლა – ნელ–ნელა, ეტაპობრივად და შეუჩერებლად…

თუ როგორ განვახორციელე თვენახევარში მიზანი, რომელზეც ვოცნებობდი, მაგრამ 5 წლის განმავლობაში თაროზე მქონდა შემოდებული. არადა განვახორციელე ისე მარტივად, რომ გამიკვირდა კიდეც და ვიკითხე – ნუთუ, ასე ადვილად შეიძლებოდა ???

და მივხვდი, რომ ამ პროექტმა მომცა ის, რაც ჩემი მიზნების მისაღწევად ყველაზე ძალიან მჭირდებოდა – დ ი ს ც ი პ ლ ი ნ ა ! 

დისციპლინა, რომელიც  ნამდვილ სასწაულებს ახდენს და შეუძლებელს გაკეთებინებს.

ჰოდა,  დღეს კიდევ ერთხელ რომ წავიწუწუნე, მორიგი დავალების შესრულებისას, ჩემს თავს ვუთხარი – არ გაჩერდე დეა, წინ კიდევ დიდი მიზნებია, შენ კი ამ მიზნების ასრულება და შედეგებით სიამოვნება გელის.

ჰოდა, ასე ჩავჭიდე ხელი დამსახურებით დამეგობრებულ დისციპლინას და გავეშურე იმ მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად რაზეც მიზნების დასახვისას ვოცნებობდი.

გაგრძელება იქნება …

მალე შემოგიერთდებით ასრულებულ მიზნებთან ერთად <3 

სიყვარულის, მადლიერების და გამარჯვების ჟინით “შეპყრობილი”

დეა თავბერიძე

 

P.S ჩემი მადლიერება ამ პროექტს და პროექტის ავტორს ინგა ბლესს. 

ასევე პროექტის კაპიტნებს და ჩემი ჯგუფის საოცარ გოგონებს <3 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment