fbpx

“ყველაფერი იწყება ხმით და ვიბრაციით” ….

ავტორი ჟოლო
403 ნახვა

ყველაფერი იწყება ხმით და ვიბრაციით და მანტრა არის ყველაზე ლამაზი შუქი და ხმა, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავში პოულობს  გალობის დროს და აძლიერებს მას ✨✨✨

5 სექტემბერს პირველად ქართულ ინტერნეტ სივრცეში ჩემი ძალიან კარგი მეგობრების და კოლეგების დახმარებით ჩავატარეთ მანტრების ლაივ კონცერტი.

მადლიერი ვარ იმ ადამიანების ვინც ნდობა

გამომიცხადა და თავისი წვლილი შეიტანა, რომ ამ კონცერტის ხმა თავისი მედიტაციური ეფექტით სამყაროში გაჟღერებულიყო.

სწორად შესრულებულ მანტრებს იმდენად ღრმა და დიდი ეფექტი აქვს ადამიანების შინაგან სამყაროზე, რომ წარმოუდგენელია ამას ემოციების გარეშე შეხვდე, ზოგი ტიროდა … ზოგი ფეხშიშველა ცეკვავდა და ზოგიც მუსიკის ფონზე განათებული თბილისით ტკბებოდა.

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მონაწილის უკუკავშირი კონცერტთან დაკავშირებით.

მანტრები ზოგადად ჩემს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობენ, ვთვლი რომ ისინი ჯადოსნურ ენაზეა შექმნილი რომელიც ბედნიერებას აღვიძებენ. როდესაც კონცერტის შესახებ შევიტყვე ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც დარეგისტრირდა, რადგან ვიცოდი რომ მხოლოდ პოზიტივს და სიამოვნებას მივიღებდი, თუმცა მოლოდინს სრულიად გადააჭარბა, ლაივში არასოდეს მომისმენია მანტრების კონცერტი, უნდა ვთქვა, რომ სრულიად განსხვავდება უკვე შექმნილისაგან, რადგან როდესაც მანტრას ვუსმენდი იმ მომენტში ცოცხალი შესრულებით მქონდა შეგრძნება რომ ბგერები და ვიბრაციები ჩემთვის იბადებოდა, სუფთა ბგერები აღწევდნენ ჩემს გულში და სიყვარულით ავსებდნენ, მე ვხუჭავდი თვალებს და ვეშვებოდი სამყაროში სადაც ყველა ჩემს ოცნებას ახდენილს ვხედავდი…საოცარი და თანაც მხიარული საღამო გამოვიდა, შეგრძნებების აღწერა რთულია, თუმცა შევეცადე მაინც გადმომეცა ამ საოცარი საღამოს შესახებ.

ბგერებს და სიტყვებს შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი აზროვნების ფორმა … მანტრა ეს არის გაუთავებელი შუქი, რომელიც ანათებს იმ ადგილებში, სადაც მზე და მთვარე ვერ დომინირებს … მანტრის ძალა გონების სრულ სიმშვიდეშია.

პირველად როდესაც მანტრებს მოვუსმინე გამიჩნდა შეგრძნება რომ ჩემი სული და სხეული ერთ დიდ სივრცეში მოექცა, სადაც მნიშვნელობა მხოლოდ ბგერებს ენიჭებოდათ. მანტრამ მომცა საშუალება ჩავკვირვებოდი საკუთარ თავს და შემეცნო ჩემი შინაგანი სამყარო. როდესაც პირველად მანტრების კონცერტი დაანონსდა მაშინ ვიფიქრე რომ ასეთი პრეცენდენტი ჯერ არ შემხევდროდა ქართულ სივრცეში, თან გამიკვირდა და იმხელა სიხარულის გრძნობა ვიგრძენი შემეშინდა კიდეც ამხელა მოლოდინის ფონზე იმედები არ გამცრუებოდა, მაგრამ ყველაფერი მოხდა ისე როგორც უნდა მომხდარიყო და ამ კონცერტმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. იმდენი ემოციის მოზღვავება ვიგრძენი ერთდროულად ამის ზუსტად გადმოცემას ვერცერთი ენის ლექსიკა ვერ დაიტევს.თან ვტიროდი, რაღაც მომენტში ვცეკვავდი და წარმოსახვაში ტრიალ მინდორზე ფეხშიშველა დავქროდი, ხოლო ლოტუსის მედიტაციამ მთლიანად შემცვალა და იმ მომენტში მქონდა შეგრძნება რომ ჩემში ახალი სამყარო გაიხსნა. მადლიერი ვარ ამ დღისთვის ….

მანტრის დახმარებით თქვენი სურვილები ფორმირდება ბგერებად და სამყარო გისმენთ თქვენ !!! ისე გისმენთ რომ თქვენ იწყებთ საკუთარი თავის სიყვარულს, შეცნობას და მიღებას.

სათ ნამ

სიყვარულით მარინა კვატაია

წყარო: http://lotusi.ge/

მარინა კვატაია გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგიის, ლაივ ქოუჩინგის და კუნდალინი იოგის, სერთიფიცირებული ექსპერტი. ასევე  „ლოტუსის“ – (ონლაინ იოგა და ქოუჩინგის) დამაარსებელი .

გადადი ლინკზე და გაიგე ბევრად მეტი

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment