საინტერესოა იცით თუ არა მანტრების მნიშვნელოვანი როლი ჩვენს ცხოვრებაში. ან ის, თუ რამდენად კარგი სავარჯიშოა მისი შესრულება ჩვენი გონებისთვის ?
ბევრმა ამის შესახებ არაფერი იცის.
ამიტომაც გადავწყვიტე მანტრების სამყაროში გამოგზაურო და თეორიასთან ერთად პრაქტიკულადაც საკუთარ თავზე განგაცდევინო მანტრის ძალა და მნიშვნელობა.
მინდა იცოდე, რომ 👇🏻
✔️ მანტრების გალობა არის პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს მოსმენის, კონცენტრაციის და მოთმინების უნარების გაუმჯობესებას.
✔️ მანტრები წმენდენ გონებას და ამშვიდებენ სულს…
✔️ მანტრები სხეულში ვიბრაციებს ჰქმნიან და აქრობენ ნეგატიურ შეგრძნებებს.
🌬🌬 ყველაფერი ხომ ხმით და ვიბრაციით იწყება…
რიტმულად გამეორებული ბგერათა და სიტყვათა კომბინაცია ხელს უწყობს ვიბრაციების წარმოქმნას მთლიან სხეულში, რომელიც სასიცოცხლო ენერგიად გარდაიქმნება და ხელს უწყობს სხეულის გამოჯანმრთელებას.
მანტრების საშუალებით შეიძლება ბედნიერებისა და წარმატების მოზიდვა შენს ცხოვრებაში… 🌺🌺
მანტრები ეს არის მედიტაციური პროცესი, როდესაც მანტრას მღერიხარ და უსმენ ამ დროს იმატებს ვიბრაცია. სურვილს ან კითხვას, რომელსაც ამ დროს უშვებ სამყაროში მეტი შესაძლებელობა აქვს რომ ახდეს 🙂
სათ ნამ 🙏🏻🙏🏻🙏🏻
სიყვარულით მარინა კვატაია