fbpx

… და ეს “ შენ “ ხარ მეგობარო … აგრეთვე “ მე “ ვარ და ყველა… მიყ’ვარ’ხარ’

ავტორი ჟოლო
95 ნახვა

ამას, გავაკეთებ, იმას გავაკეთებ და ბედნიერი ვიქნები … ეს , ყველაზე დიდი სისულელეა , რაც ტვინს  შეუძლია რომ მოიგონოს, არ დაუჯერო მეგობარო… ბედნიერი ‘ხარ’  ახლა, თუ ახლა ბედნიერი არ ხარ , მომავალში  ვერასოდეს გახდები, იმიტომ , რომ , მომავალში  ვერასოდეს აღმოჩნდები, ეს  ფაქტია … მეგობარო , ბედნიერება ‘ყოფიერებაა’ , რომელიც  ამტკიცებს ‘ვარ’ობას ,… რასაც აკეთებ , ბედნიერად , ხალისით  აკეთებ , არავის  განსჯი , არავის ავნებ , გიყვარს გარემო , იმიტომ , რომ ბედნიერი ‘ხარ’ ,… უფრო სწორად ” ბედნიერებაა ” შენი – არსსი …

დედამიწაზე არსებული კატაკლიზმები … გამოწვეულია კაცობრიობის ფსიქოლოგიური მდგომარეობით … ადამიანის ტვინი და დედამიწის აკტიურობა ერთ სიხშირეზე რეზონირებს … რაც უფრო დამშვიდებულია კაცობრიობა მით უფრო მშვიდადაა დედამიწა … სიმშვიდე საკუთარ თავიდან იწყება და შემდგომ გარემოზე ნაწილდება … მოიპოვე შენ-შინ სიმშვიდე და გახდები სასწაულების მონაწილე …

ნამდვილი ურთიერთობა დიადი განცდაა, რომელიც აღემატება ყველანაირ შეფასებას … სიტყვები ზედმეტია …

მიყვარხარ – თავისუფალი სიტყვაა … მხოლოდ სიყვარულს ეკუთვნის … მასში მეორე არ არის … მთქმელიც და მსმენელიც თვითონ სიყვარულია …

მეგობარო მიეცი ნება შინაგან სიმშვიდეს თავის თავად გამოვლინდეს … ნუ ეცდები აზრად შეფუთო და სახელი დაარქვა … სიმშვიდე წარმოუდგენელია ის არაფერს გავს … სახე ( იერი ) არ აქვს … ის მხოლოდ განიცდება ( მდგომარეობაა ) რომელიც მუდამ არის … ის არასოდეს იცვლება … სიმშვიდეს მეორე სახელი უპირობო სიყვარულია … და ეს “ შენ “ ხარ მეგობარო … აგრეთვე “ მე “ ვარ და ყველა ვინც ამ პოსტს კითხულობს და არ კითხულობს … მიყ’ვარ’ხარ’

ალექსი გოგოლაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment