მალე რამაზ ბლუაშვილის დოკუმენტურ ფილმში „სიმღერა“
როგორ მოხვდა ქართული ჩაკრულო 1977 წელს კოსმოსში და რა საოცარ ამბებს ყვებიან ამის შესახებ NASA-ში.
NASA-ში მიემგზავრება გადამღები ჯგუფი, პროდიუსერის და რეჟისორის რამაზ ბლუაშვილის და დამდგმელი ოპერატორის გიორგი ბაბილოძის შემადგელობით. დაგემილია ინტერვიუები ისეთ ცნობილს და ღვაწლმოსილ ადამიანებთან, როგორებიც არიან: Edward C. Stone, John Casani და Rober Manning. ასევე გადაღებები იქნება NASA-ს იმ ლაბორატორიებში სადაც ცნობილი Voyager-ის პროექტი შეიქმნა და განხორციელდა.
70 იანი წლების მიწურულს, ლეგენდარულ ამერიკელ მეცნიერს და ტელეწამყვანს კარლ საგანს გაუჩნდა იდეა, NASA თან ერთად განეხორციელებინა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დედამიწიდან უნდა გაეშვათ რაკეტა, შეიქმნა ე.წ “ოქროს დისკი” რომელზეც იყო ძალიან დიდი ინფორმაცია დედამიწის და მისი მობინადრეების შესახებ. … მათემატიკური ფორმულების, ადამიანების და ცხოველების ფოტოების, ბუნების სხვადასხვა მოვლენების, მაგალითად, ჭექაქუხილის ხმებთან ერთად, ოქროს დისკზე დაიტანეს 27 მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის ორი ქართველი მომღერლის, ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა „ჩაკრულო“ .
რას ჰყვება რამაზ ბალუაშვილი
ამერიკაში ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას რომ ვიძიებდი, კვლევის ჩასატარებლად ხშირად მიწევდა ნასასთან ურთიერთობა… ერთხელ ამ მსოფლიო მნიშვნელობის პროექტით დავინტერესდი. ნასას თანამშრომლებმა ენნ დრიუენის (კარლ საგანის მეუღლე) ელექტრონული ფოსტის მისამართი მომცეს და მითხრეს რომ ამ ქალბატონს ჩემთვის ამომწურავად შეეძლო პასუხის გაცემა… ენნის მაშინვე მივწერე წერილი და მან საოცარი ამბავი მიამბო: საბჭოთა მაღალჩინოსნები ყველანაირად ცდილობდნენ პროექტში მოხვედრილიყო პოპულარული რუსული სიმღერა “მოსკოვის საღამოები” (“პოდმოსკოვნიე ვეჩერა”). როდესაც ამერიკელ ფოლკლორისტს ალან ლომაქსს რჩევისთვის მიმართეს, მან “ჩაკრულო” აირჩია.
https://www.youtube.com/watch?v=4sWsuc223uk