? ერთადერთი, რასაც ადამიანი ყოველთვის გულწრფელად აკეთებს არის ის, რომ იბნევა.
? თუ ვინმეს რაიმეს ეკითხები, ეს ნიშნავს, რომ პასუხის ნახევარი უკვე იცი.
? არ მიაქციო ყურადღება, როგორ გექცევიან ადამიანები. მიაქციე ყურადღება, შენ როგორ ექცევი მათ.
? დაეხმარო ზარმაც ადამიანებს ნიშნავს, დაეხმარო მათ კისერზე დაგასხდნენ.
? შეცდომების არპატიება შენ მიერ დაშვებული შეცდომაა.
? სისაძაგლის პატიება, სხვა სისაძაგლის ჩადენაში დახმარებას ნიშნავს.
? თუ გინდა სამყაროში წესრიგის დამყარება, ჯერ დაალაგე საკუთარი სახლი.
? სიკეთე დაუცველია და ამიტომაც არსებობს.
? თუ გინდა იყო ისეთი, როგორიც ყველაა, არარაობა გახდები.
? თუ ისე ფიქრობ, როგორც ყველა, მაშინ ცდები.
? ადამიანს ყველაზე ძალიან სურს გაიგოს, სინამდვილეში რა უნდა.
? სულელური საქციელის უმრავლესობას ადამიანი იმიტომ კი არ სჩადის, რომ მოსწონს ან სარგებელს იღებს, არამედ იმიტომ, რომ ჰგონია, მისგან ამას ელოდებიან.
? კეთილშობილება ანაზღაურებადია, მაგრამ ფული აქ არაფერ შუაშია.
? ყვავილი მანამდეა ლამაზი, სანამ შეეხებიან.
? ბევრად ადვილია იდეებისა და ღმერთების მსახურება, ვიდრე ადამიანების, რადგან ისინი უფრო მარტივნი არიან, ვიდრე ცოცხალი ადამიანები.
წყარო: Business Inteleqtika