..ერთხელ, როდესაც მოსკოვში ვიმყოფებოდი (მაშინ ჯერ კიდევ „შერყეულად“ ითვლებოდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა), გადავწყვიტე წმინდა მატრონას ხატი მომენახულებინა…
…უამრავი რამ მქონდა მოსმენილი წმინდა მატრონაზე და მის სასწაულ მოქმედ ძალაზე….
დილით ადრე ავდექი და გავეშურე…
ეკლესიის წინ საოცარი სიგრძე სიგანის ცოცხალი რიგი დამხვდა, ყველა მოსალოცად იყო მოსული… რიგში ჩავდექი და საკუთარ ვაჟკაცობას მოვუხმე )))
ზამთარი, ყინვა -15, ქარი, თოვა..
რიგი ნელა მიდიოდა…..
რიგში მდგომი ხალხი,საკმაოდ მომზადებული იყო – თერმოსებით ჰქონდათ მოტანილი ყავა, ჩაი, ….. ღვეზელების და ბლინჩიკების მთელი ნაირსახეობა ვიხილე
ძალიან მომშივდა და შემცივდა…. ვდგავარ და ვნატრობ ცხელ ჩაის და კომბოსტოს ღვეზელს, რომლის სუნიც ინტენსიურად მცემს…
უეცრად მესმის, რომ ვიღაც ჩემს სახელს იძახის….. თან ამ შუაგულ მოსკოვში „ხათუნას“ დაძახების შანსი თითქმის ნულის ტოლფასია….
მივიხედე….
გაღიმებული ქალი დავინახე, რომელიც არ მეცნო ……
აღმოჩნდა, რომ ეს ქალი, დედაჩემის სტუდენტობის დროინდელი მეგობარი იყო, რომელსაც 5 წლის ასაკში ვყავდი ნანახი ერთხელ…..
აგრეთვე აღმოჩნდა, რომ წინა დღეს, თბილისში დაურეკავს დედასთან მოსაკითხად….მოუკითხივარ მეც…. დედამ უთხრა რომ მოსკოვში ვარ და ხვალ წმინდა მატრონას ხატის მონახულებას ვაპირებ…..
ქალი , რომელიც მოსკოვიდან 4 საათის მანძილზე ცხოვრობდა, ჩამოვიდა ჩემს სანახავად ეკლესიის წინ მდგარ რიგში, რადგან ზუსტად მიხვდა, შემცივდებოდა, მომშივდებოდა, მომწყურდებოდა…..
ჩამოვიდა და ცხელი ჩაი და კომბოსტოს ღვეზელი ჩამომიტანა))
P.S.
როდესაც სასწაულის გჯერა, ამით სასწაულს აძლევ შანსს, რომ შენს ცხოვრებაშიც იარსებოს….
გჯეროდეთ სასწაულების….
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი