fbpx

„რომელმაც იცოდა ყველაზე მთავარი- სიყვარული“ – ეკა ხოფერია

ავტორი ჟოლო
24 ნახვა

„დღეს კოტეს წლისთავი იყო. მინდოდა მთელი დღე განოსთან გამეტარებინა, არ გამოვიდა… ერთმანეთი სულ ცოტა ხნით ვნახეთ სპექტაკლზე. ვისაუბრეთ . მერე მე გამოვიქეცი, განო დარჩა. განო ძალიან ბედნიერი გოგოა, ყველაზე მაგარი სიყვარული ჰქონდა ცხოვრებაში. არ ვიცი, რაღაც სიგიჟემდე უყვარდა კოტეს. თუმცა, ეს ჩემზე კარგად იცით.

დღეს სპექტაკლი იყო, სადაც კოტეს უნდა ეთამაშა. განომ ვერ უყურა, მერე მსახიობს , ვინც კოტეს ნაცვლად ითამაშა, მოუბოდიშა კიდეც.

დილით გადარბენა ჰქონდა. პატარა ლოლა ავად გახდა და დარბოდა განო საავადმყოფოებში. ახლა ბავშვი კარგადაა.

ხვალ ზეგ თუ რამდენიმე დღეში განომ სამსახური უნდა დაიწყოს, დეპრესია და სახლში ჯდომა მისთვის ფუფუნებაა, თავადაც ხვდებით, სამი შვილი…

კიდევ ის, რომ განო ბავშვებთან ერთად ახალ სახლში გადავიდა, მე არ მინახავს, ჯერ თქვენთან ერთად ვნახავ ოთხშაბათს გადაცემაში, მერე მივალ ადამიანურად და ვესტუმრები, სამივეს ვნახავ.

მესამე ლოლა კი კიდევ უფრო პატარა კოტე გამხდარა) ” დაპრესილი” კოტე, როგორც განო ეძახის, დიდი თვალებით)

ერთი წელი გავიდა, ერთი წელი ნიჭიერი, კეთილი და მაგარი ბიჭის სიკვდილიდან, რომელმაც იცოდა ყველაზე მთავარი- სიყვარული“.

ეკა ხოფერია

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment