“ნუ დაუჯერებ სიტყვას მხოლოდ იმიტომ, რომ მას საუკუნეები იმეორებდნენ;
მხოლოდ იმიტომ, რომ პრაქტიკამ ტრადიციად აქცია-ადამიანებს ხშირად სჩვევიათ სხვების მიბაძვა მხოლოდ სიზარმაცის, ან შიშის გამო.
მხოლოდ იმიტომ, რომ ჭორად და ამბად გავრცელდა.
მხოლოდ იმიტომ, რომ ძველ ხელნაწერებშია.
მხოლოდ იმიტომ, რომ ლოგიკურია.
მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი დასაბუთება აქვს, ზოგჯერ ეს ვარაუდებია.
მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცისთვის დამაჯერებელია, რადგან ზოგჯერ განსჯიდან მოდის.
მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვევად იქცა.
მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის აზრია.
მხოლოდ იმიტომ, რომ პირადი შეხედულებაა.
მხოლოდ იმიტომ, რომ ექსპერიმენტმა აჩვენა.
მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი ამბობს- ხშირად გარეთ ნათქვამი და ნამდვილი აზრი განსხვავდება.
მხოლოდ იმიტომ, რომ ოსტატმა გითხრა.
ნურც მხოლოდ იმიტომ, რომ მე გითხარი.
ნუ დაუჯერებ, ვიდრე არ მიხვდები, რომ შენც ამას იფიქრებდი,
რადგან სწორედ აქედან იწყება თავისუფლება.”
წყარო: „წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად“