რაც წლები მემატება, მით ნაკლებად მინდება – ურთიერთობების გარკევევა, რამის დამტკიცება ან კამათიდან ჭეშმარიტება, აწეული, გაღიზიანებული ხმის ტემბრის მოსმენა…
ეს უკვე ჩემი არა არის.
არ შემიძლია…
როცა მსგავსი რამ ხდება, გარშემო ყველაფერი ერთ დიდ დუდუნად იქცევა ხოლმე, არაფერი მესმის და ვმუნჯდები…. ვეთიშები და ვხდები დამკვირვებელი, თავის და სხვების. არა აქვს მნიშვნელობა შინ თუ გარეთ. მგონი ვბერდები
მსგავს სიტუაციებში, სურვილი მიჩნდება ავდგე, ვუსურვო ყველას და ყველაფერს „სულ კარგად იყავით“ და წ ა ვ ი დ ე!!!!
და ჩემთვის დავფიქრდე:
რომელმა ჩემმა აზრებმა მომახვედრა ამ სიტუაციაში?
მივაგნო, დავბერტყო და განვთავისუფლდე, რომ მომავლაში მსგავსი რამ არ განმეორდეს.
ადამიანებს განსაზღვრული ენერგია გვაქვს, არ მსურს დავხარჯო სხვის შეცვლაზე, ერთადერთი ვისი აზრების შეცვლაც ძალმიძს – ჩემი აზრებია.
ბედნიერებაა ყოველდღიურობა
საჩუქარია ცხოვრება
ყველაფერი გენიალური მარტივია, გასაგიჟებლად მ ა რ ტ ი ვ ი. არ მსურს გართულება და „იარლიყები“.
თქვენ რას ფიქრობთ?
წარმატებები!!!
თამარ კვარაცხლია
გაიარე რეგისტრაცია თამარ კვარაცხელიასთან ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიაზე და მიიღეთ ერთი ონლაინ ქოუჩ-სესია საჩუქრად http://kvaratskhelia.pro/