ფინჯანი №1
თქვენ სხვა ადამიანებთან კავშირს ადვილად ამყარებთ და ახალი ურთიერთობებით ტკბებით. ადამიანები თქვენ აღგიქვამენ, როგორც საიმედო, გულითად და ჩაფიქრებულ პიროვნებას. თქვენ კარგად ხართ ცნობილი თქვენი გულუხვი ბუნებით, სილამაზითა და ახლობელი ადამიანების უსაზღვრო სიყვარულით!
ფინჯანი №2
ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი შეგიძლიათ, სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნება. ადამიანთათვის თქვენ კეთილი, ადაპტირებული და უაღრესად კარგი მსმენელი ბრძანდებით. თქვენ საზოგადოებაში დროის გატარება გიყვართ, მაგრამ დღის ბოლოსთვის მარტოობაში კარგი ფილმის ან საინტერესო წიგნის წაკითხვას არჩევთ.
ფინჯანი №3
თქვენ ცნობილი ხართ ცხოვრებაზე ოპტიმისტური შეხედულებით და ახლობლებისა და მეგობრების მიმართ ერთგულებით. ძალიან კეთილი და ახლობელთა გრძნობების მიმართ ყურადღებიანი ბრძანდებით. ვინაიდან სიყვარული და მეგობრობა თქვენს ცხოვრებაში ასე დიდ როლს თამაშობს, ამიტომაც ბედნიერი და თავგადასავლებით სავსე ხანგრძლივი სიცოცხლე გელოდებათ.
ფინჯანი №4
ამ მომენტში თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების გამო გახარებული ხართ! თქვენ გიცნობენ, როგორც ენთუზიასტ და ოპტიმისტ ადამიანს. ქარიზმატული, სპონტანური და გულისხმიერი ადამიანი ბრძანდებით… და სწორედ ეს გხდით ასე მიმზიდველს!
ფინჯანი №5
ძალიან გაწონასწორებული ხართ. თქვენ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან იდეების გაზიარება გიყვართ. ადამიანთათვის ძალიან პასუხისმგებელი, შემართებული და აქტიური პიროვნება ბრძანდებით.
ფინჯანი №6
თქვენ ბრწყინავთ! როცა ოთახში შემოდიხართ, ის მაშინვე ნათდება! ოჯახსა და მეგობრებს უყვარხართ, იმის გამო, რომ თქვენ შეგიძლიათ, ისინი გააცინოთ, გაამხიარულოთ და თავი ბედნიერად აგრძნობინოთ!