41
გილოცავთ!
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის პირველობის გამარჯვებულია.
დღეს რუმინეთს 25:12 მოუგო და ერთდროულად 2 თასი აღმართა.
ბორჯღალოსნებმა ჯგუფში ხუთივე შეხვედრა მოიგეს, აქედან 2 – მშრალი ანგარიშით:
საქართველო- ბელგია 47:0
გერმანია-საქართველო 64:0
საქართველო-ესპანეთი 23:10
რუსეთი-საქართველო 29:9
საქართველო-რუმინეთი 25:12
5 შეხვედრაში მხოლოდ 1 ლელო მივიღეთ (ესპანელებისგან).
ასეთი კარგი შედეგი ჩვენს ნაკრებს ჯერ არ ჰქონია.
თასი, რომელიც რაგბი ევროპაზე თამაშდება, ახალია. ბორჯღალოსნები მისი პირველი მფლობელები გახდნენ.
გილოცავთ გამარჯვებას!
იტალია – შემდეგი შენ იქნები!
გოგა ჩანადირი